|
2025-02-10 13:32:06, 469 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მინდა, ყველას მივმართო, ვინც ჩემთან შეჯიბრს გააგრძელებს, ძალიან პატარა ხალხი ხართ! - მეცინება
მინდა, ყველას მივმართო, ვინც ჩემთან შეჯიბრს გააგრძელებს - ძალიან პატარა ხალხი ხართ! - მეცინება, რომ მართლაც ჰგონიათ, ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში მე რაიმე თანამდებობის დაკავებაში თქვენი კონკურენტი ვარ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვის დროს განაცხადა. მისი თქმით, ის მთელი მსოფლიოს ისტორიაში უკვე საკმარისი ასოებით ჩაიწერა. „მე მინდა მივმართო მათ, ვინც დღევანდელ მდგომარეობაზე კიდევ აგრძელებს პარტიულ თამაშს - პარტიებს, სხვადასხვა ბანერებს და ა.შ.: ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ეს თამაში დასრულებულია? საქართველოს მატარებელი, რომელიც ჩქარი ტემპით მიდიოდა საამაყო 9 წელიწადში, ჯერ დამუხრუჭდა და საბოლოოდ, დეპოში აღმოჩნდა. საქართველოში დამყარდა კლეპტოკრატიული დიქტატურა, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველგვარ პარტიულ თამაშს არანაირი აზრი არ აქვს. ახლა სამშვიდობოზე მხოლოდ ერთიანი წინააღმდეგობის ფრონტი გაგვიყვანს, ყოველგვარი პარტიული განსხვავების გარეშე. მინდა, ყველას მივმართო, ვინც ჩემთან შეჯიბრს გააგრძელებს - ძალიან პატარა ხალხი ხართ. მეცინება, რომ მართლაც ჰგონიათ, რომ ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში მე რაიმე თანამდებობის დაკავებაში თქვენი კონკურენტი ვარ. მე საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მთელი მსოფლიოს ისტორიაში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)