12:47 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-05 11:56:28, 268 ნახვა

პოლიტიკა
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ქართული გვარებისა და ეროვნების შეცვლის კანონპროექტს განიხილავს

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ქართული გვარებისა და ეროვნების შეცვლის "კანონპროექტს" განიხილავს. სანაცვლოდ მათ ე.წ. მოქალაქეობის მინიჭებას ჰპირდებიან.

 გამოცემა abkhazeti.info-ს ინფორმაციით, "საკანონმდებლო ცვლილებები" ე.წ. პარლამენტში განსახილველად უკვე შეტანილია და დოკუმენტში ნათქვამია: "აფხაზური ეროვნებისა და გვარის აღდგენის უფლება მიეცემათ იმ უცხოელებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთში და არიან ეთნიკური აფხაზები, ან იმ პირთა პირდაპირი შთამომავლები, რომლებმაც XIX–XX საუკუნეებში გატარებული ანტიაფხაზური ეროვნული პოლიტიკის შედეგად დაკარგეს აფხაზური ეროვნული კუთვნილება“.

 როგორც აცხადებენ, ეს ცვლილება შეეხება დაახლოებით 30 ათას ადამიანს, რომლებსაც "2011 წელს ჩამოერთვათ აფხაზური ე.წ. მოქალაქეობა იმ საბაბით, რომ მათ მეორე - საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდათ.“





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კავკასიის უნივერსიტეტის CU Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტი მოიწამლა
აქტივისტს ასამართლებენ იმ აქციის გამო, რომელსაც არ დასწრებია
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და მათი 19 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული თეიმურაზ გოგიაშვილია, იგი უკრაინაში რუსების მხარეს ომობდა
პოლიციამ 40 კილომდე ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება 14 მილიონი ლარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics