|
2025-02-09 08:54:19, 595 ნახვა
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი - პროგრესული გლობალური ელიტა იპარავს ევროპას ევროპელებისგან
ტრამპის ტორნადომ მსოფლიო სულ რაღაც რამდენიმე კვირაში შეცვალა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მადრიდში, ევროპული ულტრამემარჯვენე პარტიების ლიდერების სამიტზე განაცხადა. „ტრამპის ტორნადომ მსოფლიო სულ რაღაც რამდენიმე კვირაში შეცვალა, ერა დასრულდა. გუშინ ჩვენ მათთვის ერეტიკოსები ვიყავით, დღეს კი მეინსტრიმი ვართ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა. ვიქტორ ორბანის განცხადებით, „ბრიუსელის გამო ევროპა მოიცვეს არალეგალმა იმიგრანტებმა“. მისივე თქმით, ევროპის მოსახლეობის ჩანაცვლება არის არა კონსპირაციული თეორია, არამედ ნამდვილი პრაქტიკა. „დღეს პროგრესული გლობალური ელიტა იპარავს ევროპას ევროპელებისგან“, – თქვა ორბანმა. მადრიდში გამართული ევროპული ულტრამემარჯვენე პარტიების ლიდერების სამიტის სლოგანი იყო „გავხადოთ ევროპა კვლავ დიადი“.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)