15:04 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 21:03:11, 585 ნახვა

სამართალი
გიორგი ბარბაქაძე მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა

სამი დაკავებული სტუდენტიდან ერთ-ერთი, გიორგი ბარბაქაძე ხელწერილის და სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.

უფლებადამცველის თქმითვე, დაკავების მომენტში გიორგი ბარბაქაძის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას და არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

სასამართლო პროცესზე დღეს მოწმე პოლიციელები გამოიკითხნენ, რომლებმაც ადვოკატის თქმით, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს.

„ვინ დაიჭირა გიორგი ბარბაქაძე, არ იცოდნენ, რა მოქმედებები განახორციელდა, ვინ სად იდგა. დღეს პოლიციელებს საერთოდ არ ახსოვდათ რის საფუძველზე დააკავეს გიორგი, შესაბამისად საქმეები იკერება", - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბარბაქაძეს, არჩილ გოჩიტაიშვილს და ლუკა ხიზაძეს გომელაურის უწყება პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება. სამივე სტუდენტი ორი დღის წინ ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს, თუმცა ახალგაზრდები ამტკიცებენ, რომ დაუმორჩილებლობას ადგილი არ ქონია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics