03:21 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 14:56:56, 458 ნახვა

მსოფლიო
ვიქტორ ორბანი უცხოეთიდან დაფინანსების მიმღებ მედიებზე სანქციების დაწესებას აპირებს

უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის თქმით, იგი აპირებს, რომ სანქციები შემოიღოს ქვეყანაში იმ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებას იღებენ, რაც მნიშვნელოვანი ესკალაციაა მის გრძელვადიან კამპანიაში, რომ არჩევნებამდე ქვეყანაში კრიტიკული ხმები ჩაახშოს.

ორბანმა შეაქო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახურვის გეგმა. Bloomberg-ის ცნობით, USAID-მა 2022 წელს უნგრეთში პროგრამა წამოიწყო, რომელიც ცენტრალურ ევროპაში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად მხარდაჭერას გულისხმობდა. პროგრამა უნგრეთში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიასაც მოიცავდა.

"ჩვენ გვჭირდება, რომ ისინი გავყაროთ და წერტილი დავუსვათ ამას". - თქვა ორბანმა იმ ჯგუფებზე საუბრისას, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ: "როდის, თუ არა ახლა, როდესაც ამის გაკეთება ამერიკელებმაც დაიწყეს". - დაამატა მან.

ძალაუფლების გამყარებისკენ გადადგმულ ორბანის ნაბიჯებს დიდი კრიტიკა მოჰყვა ევროკავშირში, რომელმაც უნგრეთისთვის განკუთვნილი მილიარდობით ევროს გადარიცხვა შეაჩერა. ორბანის ქმედებებს უარყოფითად შეხვდა ბაიდენის ადმინისტრაციაც, რომელმაც რუსეთთან და ჩინეთთან ახლო კავშირების გამო უნგრეთთან ორმხრივი საგადასახადო შეთანხმება გააუქმა და უნგრელებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

ორბანის თქმით, ტრამპის ხელმეორედ გაპრეზიდენტების ფონზე, იგი იერიშზე გადადის. მან თქვა, რომ უნგრეთის მთავრობა კანონპროექტზე მუშაობს, რომლითაც უცხოეთიდან დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებს სანქციებს დაუწესებენ. მსგავსი ორგანიზაციები, ორბანის თქმით, "პოლიტიკური გავლენის მოსახდენ" ინსტრუმენტებს წარმოადგენენ.

ცნობისთვის, გამოკითხვების მიხედვით, ორბანის მმართველი პარტია Fidesz-ს შედარებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობს არჩევნებამდე, რომელიც დაახლოებით ერთ წელში გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics