|
2025-02-07 10:06:26, 491 ნახვა
მსოფლიო
პრეზიდენტმა ტრამპმა ჰააგის სასამართლოს სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს(ICC) წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. დოკუმენტის თანახმად, ფინანსური და სავიზო სანქციები ვრცელდება პირებზე, რომლებიც ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების საწინააღმდეგო გამოძიებაში მონაწილეობენ. პრეზიდენტი ტრამპი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უკანონო და უსაფუძვლო ქმედებებს მიმართავს აშშ-ისა და მისი ახლო მოკავშირის, ისრაელის წინააღმდეგ. ტრამპმა გადაწყვეტილება 6 თებერვალს მიიღო მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში დემოკრატებმა სენატში დაბლოკეს ICC-ის სანქცირების კანონპროექტი, რომელიც იანვარში დაამტკიცა კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ. კონგრესის ქვედა პალტამ ჰააგის სასამართლოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერების გაცემის გამო.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)