|
2025-02-06 13:14:24, 436 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - გახარიას ალბათ აქვს სურვილი, რომ დარჩეს პოლიტიკურ ველზე
„გახარიას ალბათ აქვს სურვილი, რომ დარჩეს პოლიტიკურ ველზე“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას საპარლამენტო მანდატების გაწვევაზე განაცხადი ამ დრომდე არ გაუკეთებია. „არ ვიცი, ვერ გეტყვით. ერთადერთი, შეიძლება ითქვას, რომ მას ალბათ აქვს სურვილი, რომ დარჩეს პოლიტიკურ ველზე. როდესაც ხარ ოპოზიცია და ხალხის გარკვეულმა ნაწილმა დაგიჭირა მხარი, რომ მათი ხმა წარმოდგენილი იყოს და ისმოდეს საქართველოს პარლამენტში, ამ დროს კი შენ იღებ გადაწყვეტილებას, ეს ყველაფერი უგულებელყო და გადადგა ის ნაბიჯი, რაც დანარჩენებმა გადადგეს. ალბათ მას აქვს სურვილი, დარჩეს ოპოზიციაში და გააგრძელოს მოღვაწეობა. ზოგადად, რადიკალიზმი და რადიკალები ყოველთვის განწირულია მარცხისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება აღნიშნული პარტიის ქარდს, რომელიც მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდების საფუძველზე აიღეს, კალაძე ამბობს, რომ ეს მათ "პრინციპულობას" აჩვენებს. „ეს მათ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ხომ გახსოვთ, გახარია გადადგა მელიას გულისთვის. როდესაც ვსაუბრობდით, თუ რა იყო ძირითადი მიზეზი, თვითონ გამოდიოდა, თავს იმართლებდა, მისი თანაგუნდელები კი რაღაც სისულელეებს საუბრობდნენ. აგერ, ელემენტარული ავიღოთ, ბანერი ვერ გამოაქვეყნეს. ჯერ გამოაქვეყნეს, შემდეგ დატუქსეს და ააღებინეს. ეს არის რეალობა და მათი პრინციპულობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძე - ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ოპოზიურად განწყობილი ძალები იმართებიან გარე პატრონებისგან
შარმანაშვილი პატიმარ დავითაძეზე - რას ყლაპავდა ან რა სპექტაკლებს დგამს?
მედვედევი: საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი, ახლანდელ ხელისუფლებას ესმის რომ არასწორი იყო
კალაძე - სანქციებით ვერავინ შეგვაშინებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)