|
2026-10-05 13:39:37, 280 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - სანქციებით ვერავინ შეგვაშინებს
„მნიშვნელოვანია, ევროკავშირთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ევროკავშირთან ურთიერთობაზე „ევროპელ ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის“ (ALDE) და „ევროპული ლიბერალური ფორუმის“ ერთობლივი მიმართვის გათვალისწინებით, სადაც ისინი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციების დაწესებას ითხოვენ. „ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენას რაც შეეხება, ამაზე პირდაპირ ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ქართულ სახელმწიფოსთან ურთიერთობა სიმართლეს და სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს, ისე, რომ ვიღაცამ ზემოდან არ შემოგვხედოს და არ გაბრაზდეს იმაზე, ქვეყანა ევროპულ სანქციებს რომ არ მიუერთდა და არ დააზარალა საკუთარი ეკონომიკა, არ გავითვალისწინეთ მათი მუქარები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა მხოლოდ მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას ითხოვენ, ქართველი ხალხის მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან. „ამ ადამიანების განცხადებები ტყუილით არის ხოლმე გაჯერებული. მაგალითად, როდესაც კონკრეტულ არგუმენტებს ვითხოვდით, როდესაც გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ ჩვენ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდნენ ვთხოვეთ კონკრეტული არგუმენტები წარმოედგინათ, რაც ვერ შეძლეს. არგუმენტი არც გააჩნიათ, უბრალოდ ასრულებენ იმ დავალებების, რასაც ქვეყნის წინააღმდეგ ავალებენ. რაც შეეხება პერსონალურ დასანქცირებას, ეს მათი გადაწყვეტილებაა, ამით ვერავინ შეგვაშინებს. მთავარია, გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რითიც შევინარჩუნებთ მშვიდობას და მოვახდენთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ოცნების პარლამენტმა კვლავ უარყო სკოლებში უფასო კვების შესახებ კანონპროექტი
კალაძე - ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ოპოზიურად განწყობილი ძალები იმართებიან გარე პატრონებისგან
შარმანაშვილი პატიმარ დავითაძეზე - რას ყლაპავდა ან რა სპექტაკლებს დგამს?
მედვედევი: საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი, ახლანდელ ხელისუფლებას ესმის რომ არასწორი იყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)