2025-02-05 17:24:43, 275 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - ქვეყანაში საბოლოოდ ჩამოყალიბდა დიქტატურა, ევროკავშირიდან უნდა ველოდოთ შესაბამის ნაბიჯებს
საუბარი იყო შექმნილ ვითარებაზე, რომ ქვეყანაში საბოლოოდ ჩამოყალიბდა დიქტატურა; რომ კანონის უზენაესობა მხოლოდ ფეხქვეშ კი არ არის გათელილი, არამედ, ხდება ტიპური დიქტატორული სტრუქტურების ჩამოყალიბება - ევროკავშირიდან უნდა ველოდოთ შესაბამის ნაბიჯებს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ქონა და დიქტატურა შეუსაბამოა ერთმანეთთან. „საუბარი იყო შექმნილ ვითარებაზე, რომ ქვეყანაში საბოლოოდ ჩამოყალიბდა დიქტატურა; რომ კანონის უზენაესობა მხოლოდ ფეხქვეშ კი არ არის გათელილი, არამედ ხდება ტიპური დიქტატორული სტრუქტურების ჩამოყალიბება. ამასთან იმაზე, რომ არის საპოლიციო დიქტატურა. ყველასთვის ცნობილია, რომ 60-ს გადასცდა პოლიტიკური პატიმრების რიცხვი. ჩვენს მეგობარი ქვეყნების დიპლომატებთან ამაზე იყო საუბარი. ისინი, მათი დედაქალაქები ინფორმირებულები არიან. რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან უნდა ველოდოთ შესაბამის ნაბიჯებს იმიტომ, რომ კანდიდატი ქვეყანა და დიქტატურა - ეს არის შეუთავსებელი რამ. შეუძლებელია, ერთდროულად იყო კანდიდატი და მეორე მხრივ, იყო დიქტატორი ქვეყანაში. კონკრეტულ ნაბიჯებზე მე ვერ ვისაუბრებ. ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია. დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. ამასთან, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკა მოკლა ქვეყანაში”. „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკა მოკლა ქვეყანაში. ახლა არის ერთპარტიული, ე.წ პარლამენტი, რომელიც ერთმანეთს ტაშს უკრავს. პოლიტიკური პროცესი მოკლა ქვეყანაში „ქართულმა ოცნებამ“. შესაბამისად, რაღაც კანონებსაც იღებენ 24 საათში. ეს გამიზნულია პროტესტის შესაჩერებლად. რა თქმა უნდა, ეს მშვიდობიან პროტესტს, წინააღმდეგობას ვერ შეაჩერებს. ადამიანები ქუჩაში გამოსულები არიან იმისთვის, რომ გადაარჩინონ ამ ქვეყნისა და თავისი ოჯახების მომავალი. ასეთი დრაკონული ნაბიჯები, ბრუტალური ანგარიშსწორება ადამიანებზე, მათი დაპატიმრება, ცხადია, პირიქით იწვევს პროტესტის გაძლიერებას. ეს ყველას უნდა ესმოდეს და უპირველესად, ივანიშვილს“,- განაცხადა ჯაფარიძემ. ავტორი: ექსპრესნიუსი, პროტესტის 70-ე დღე, აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს
საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეები რუსთაველის გამზირისკენ საპროტესტო მსვლელობით მიემართებიან
გიგი უგულავას და კიდევ 7 პირს სასამართლომ გირაო შეუფარდა
ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელზე - ხვალ შევაფასებთ ამაღლობელის მდგომარეობას და გადაწყდება მისი შემდგომი მკურნალობა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების ადმინისტრაციული კანონი უფრო დრაკონული იქნება, ვიდრე რუსეთის და ბელორუსის
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
ომი უკრაინაშიდიდმა ბრიტანეთმა უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო
კრემლი აცხადებს, რომ გააქტიურდა კონტაქტები აშშ-სთან უკრაინაში მიმდინარე ომის გარშემო
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა და საქართველო
მთავარი თემა
|