15:57 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-05 15:07:36, 290 ნახვა

პოლიტიკა
სალია პატიმარ დავითაძეზე - გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა

გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა, იყო თუ არა საჭირო ამდენი ადამიანი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ ჟურნალისტებს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

„სახელმწიფო, იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ყოველ მსგავს განცხადებაზე რეაგირებს სათანადოდ, დაუყოვნებლივ და პატიმარ დავითაძის საქმეც ახლა არ დაწყებულა. გამოძიება მყისიერად დაიწყო და მიმდინარეობს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კომპლექსური გამოძიებაა და არაერთი საპროცესო მოქმედება ტარდება. იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რა მოხდა იმ ეპიზოდში, მნიშვნელოვანია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. იყო გარკვეული ვითარება შექმნილი, რა დროსაც პენიტენციურმა სამსახურმა გადაწყვიტა, რომ მას სჭირდებოდა დეესკალაციის ოთახში დამშვიდება. არის პრეტენზიები, რომ მოხდა მის წინააღმდეგ ბევრი ადამიანის მიერ ძალის გამოყენება - კანონი ითვალისწინებს დეესკალაციის ოთახში მოთავსებამდე პატიმრის შემოწმებას, დათვალიერებას. თქვენ ნახეთ კადრები, სადაც ჩანს, რომ ის ეწინააღმდეგებოდა ამ პროცედურის განხორციელებას, შესაბამისად სახელმწიფომ გამოიყენა იძულება.

რაც შეეხება ადამიანთა რაოდენობას ოთახში, ეს თავისთავად არ მეტყველებს იმაზე, რომ მის წინააღმდეგ რაიმე ძალადობა განხორციელდა. თქვენ ნახეთ, რომ პატიმარი აცხადებდა პროტესტს და არ აძლევდა საშუალებას პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს განეხორციელებინათ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება. შემოწმების თემა ამოიწურება, როცა გამოძიება დასრულდება.

მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიება დაადგენს იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა, იყო თუ არა საჭირო ამდენი ადამიანი, იყო თუ არა ნაკლები ადამიანი საჭირო. გამოძიება დაადგენს, ჰქონდა თუ არა პატიმრის უფლების დარღვევას მოცემულ შემთხვევაში. ამას ყველაფერს გამოძიება დაადგენს”, - განაცხადა პაატა სალიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სალია - პატიმრის შემოწმებასა და დათვალიერებას, ამ პროცედურას კი გიორგი დავითაძე ეწინააღმდეგებოდა
მოსკოვში მიტინგზე დაახლოებით 60 ადამიანი დააკავეს, რომლებიც სკანდირებდნენ „სამართლიანი არჩევნებისთვის“ და „ძირს მეფე“
სალია პატიმარ დავითაძეზე - გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა
ოცნების პარლამენტმა კვლავ უარყო სკოლებში უფასო კვების შესახებ კანონპროექტი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics