2025-02-05 15:36:27, 308 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა „ნაც.მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა
83 მომხრე, 0 წინააღმდეგი - პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა “ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. პარლამენტის დადგენილების პროექტი უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ წარადგინა. მომხსენებლის მიმართ არ დასმულა კითხვები და არც სიტყვით არავინ გამოსულა. 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია - ასეთია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სახელწოდება, რომლის შექმნასაც დღესვე ეყრება კენჭი. დადგენილების პროექტის თანახმად, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრება, თუმცა “ქართული ოცნების“ ინფორმაციით, კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივდება და სულ 6 თვე იმუშავებს. დადგენილების პროექტის მიხედვით, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ზუსტი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას, შეაფასებს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობას, რათა მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის საფრთხეების პრევენცია. “საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც 2003-2012 წლებში ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე მრავალი დანაშაული ჩაიდინა. 2012 წლიდან დღემდე, ეს პოლიტიკური ძალა ღიად უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გადამწყვეტ დაბრკოლებას უქმნის საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებას. 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის მიერ ჩადენილი უმთავრესი სისტემური დანაშაულების შესახებ ფართოდ არის ცნობილი. კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას უკავშირდება - პატიმრების წამება და წამების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა, კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით, კანონიერი მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრება, 2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისათვის ომის დანაშაულის დაბრალება. გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ასაკის გამო არ შესწრებია დანაშაულებს, რომლებსაც “ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი სჩადიოდა. შესაბამისად, 2003-2012 წლების რეჟიმის შეფასებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების პრევენციის და საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის. 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი სისტემური დანაშაულების შეუფასებლობა წარმოადგენს პრობლემას, რამაც დააბრკოლა საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება, ხელი შეუწყო პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს შექმნასა და საბოლოო ჯამში, საფრთხე შეუქმნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს“, - წერს “ქართული ოცნება“ დადგენილების პროექტის განმარტებით ბარათში. ავტორი: ექსპრესნიუსი, შვედი დეპუტატი - ევროკავშირს ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოვუწოდებ
ზურაბიშვილი - სრულიად მიუღებელია, რომ რეპრესიები და დათხოვნები თავდაცვის სამინისტროს შეეხოს
კობახიძე - მზია ამაღლობელს ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები და გაგრძელდება დაკვირვება პატიმრის ჯანმრთელობაზე
ირაკლი კობახიძე - USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა საქველმოქმედო მიზნებს, ეს ყველაფერი ხმარდებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში რევოლუციების მოწყობას, არეულობის შემოტანას, ქვეყნის არევას
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების ადმინისტრაციული კანონი უფრო დრაკონული იქნება, ვიდრე რუსეთის და ბელორუსის
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
ომი უკრაინაშიდიდმა ბრიტანეთმა უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო
კრემლი აცხადებს, რომ გააქტიურდა კონტაქტები აშშ-სთან უკრაინაში მიმდინარე ომის გარშემო
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა და საქართველო
მთავარი თემა
|