17:20 - 06 Feb, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 15:33:52, 288 ნახვა

საზოგადოება
საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია კიდევ ერთი რეპრესიული ნაბიჯია - NGO-ები

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებით ეხმაურება საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილებას და აღნიშნულს კიდევ ერთ რეპრესიულ ნაბიჯად აფასებს.

განცხადებაში, რომელსაც საია, TI, IDFI და ISFED უერთდებიან, წერია, რომ სწორედ საჯარო სამსახურის ბიუროს მოვალეობა იყო "საჯარო სამსახურში ღირსეული, პროფესიონალური და ნეიტრალური გარემოს ჩამოყალიბება."

"მიმდინარე მოვლენების და საჯარო მოსამსახურეების პროტესტის ფონზე, საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია კიდევ ერთი რეპრესიული ნაბიჯია, არამხოლოდ, ბიუროს თანამშრომლებისთვის, არამედ - ნებისმიერი საჯარო მოსამსახურესთვის. 

საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ბიუროს ლიკვიდაცია დაგეგმილია 2025 წლის 1-ელ აპრილამდე. აქვე განმარტებულია, რომ ბიუროს ლიკვიდაცია გამოწვეულია მართვის რაციონალიცაზიისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით. თუმცა, არც საზოგადოებისთვის და არც ბიუროს თანამშრომლებისთვის მსგავსი შეფასების დოკუმენტი ცნობილი არ არის.  

როგორც აღმოჩნდა, ბოლო პერიოდში საჯარო მოსამსახურეების მიმართ მათივე პროტესტის საპასუხოდ დაწყებული რეპრესიების ერთ-ერთი უკიდურესი ფორმა, სწორედ იმ უწყების საწინააღმდეგოდ გამოიყენეს, რომლის პირდაპირი ფუნქციაა საჯარო სამსახურში ღირსეული, პროფესიონალური და ნეიტრალური გარემოს ჩამოყალიბება და დამკვიდრება, და რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი იყო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. 

უკიდურესად შემაშფოთებელია არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილება. მან არამხოლოდ საზოგადოებისთვის დახურა კარი და გადადგა ნაბიჯები ყოველგვარი რაციონალური ანალიზის გარეშე, არამედ ამ გადაწყვეტილების შესახებ თავად იმ უწყებებსაც კი არ შეატყობინა, ვისაც უშუალოდ ეხება კონკრეტული ქმედებები. ასეთი შემთხვევები არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საჯარო მოხელეების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გაგრძელება, რომელიც უკვე შეეხო მათ, როგორც ინდივიდუალურად, ისე, ინსტიტუციურად, და კიდევ უფრო მეტად აშორებს ქვეყანას დემოკრატიულ პროცესებსა და საჯარო მმართველობის სტანდარტებს." - წერია განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლარის კურსი - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8095 ლარია
დონალდ ტრამპი - ბრძოლის დასრულების შემდეგ ისრაელი ღაზას სექტორს აშშ-ს გადასცემს
სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის საქმეზე ექიმთა ჯგუფი შექმნა
ევროკავშირის სასაზღვრო კონტროლის სისტემის შექმნაში „ფეესბე“ იყო ჩართული - Financial Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics