14:08 - 17 Jun, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 17:36:07, 388 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველის განცხადება წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით

სახალხო დამცველის განცხადება წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით

როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით დაიწყო რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილებების განხილვა. კერძოდ, ცვლილებები შედის: შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში.

წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა შეკრების და მანიფესტაციების გამართვის დროს შეკრების მონაწილეებისათვის სხვადასხვა აკრძალვების დადგენა, მათ შორის, შეკრების ადგილის, შეკრების ატრიბუტიკის თუ ფორმების ნაწილში; შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის შეკრებების აკრძალვის თუ შეწყვეტის დროს რიგი უფლებამოსილებების მინიჭება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებებით ხდება, როგორც მთელი რიგი დარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დამძიმება, ასევე ცვლილებები ეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესებს და სასამართლოში საქმეთა განხილვისას პროცედურულ გარანტიებს. სანქციების დამძიმებასთან ერთად, როგორც სისხლის, ასევე ადმინისტრაციული წესით დასჯად ქმედებებს ემატება სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედებების ჩადენისათვის პასუხისმგებლობა. 

სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება შეკრების, გამოხატვის თუ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციას და ქმნის ამ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის საფრთხეებს.

სახალხო დამცველი წლებია საუბრობს როგორც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მარეგულირებელი ნორმების ხარვეზებსა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე. თუმცა, ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა არ იძლევა საშუალებას ყველა დაინტერესებული პირი ჩაერთოს საკანონმდებლო პროცესში. შესაბამისი გაანალიზებისა და საფუძვლიანი განხილვების გარეშე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე ცვლილებების მიღება აზიანებს, როგორც თავად საკანონმდებლო პროცესს, ასევე ქმნის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის რისკებს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს - არ განიხილოს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით და ამ ცვლილებების განხილვა მოხდეს საქართველოს რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters - ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრთან ისრაელის ტანკების მიერ გახსნილ ცეცხლს 51 ადამიანი ემსხვერპლა
„სამართლიანი არჩევნები“ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უკანონოდ აჭიანურებს „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის ცვლილების რეგისტრაციას
დონალდ ტრამპი - ირანმა ბირთვულ იარაღზე უარი უნდა თქვას
თბილისში თავისუფალი მედიის მხარდასაჭერი მსვლელობა დაანონსდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი