13:24 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 15:52:11, 587 ნახვა

საზოგადოება
8 მარტს დაბადებულთა შორის მამაკაცებს ქალბატონები სჭარბობენ

სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, 8 მარტს დაბადებულთა შორის მამაკაცებს ქალბატონები სჭარბობენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, მონაცემთა ბაზაში  რეგისტრირებულია 2 470 055 ქალბატონი. აქედან საქართველოში 8 მარტს დაბადებული 16 708  ადამიანი ცხოვრობს, 10 211 (61.11%) ქალბატონი და 6 497 (38.89%) მამაკაცი.

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კვლევა, სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურმა  ჩაატარა.

8 მარტს ყველაზე მეტი ბავში  1990 წელს წელს დაიბადა. ამ წელს ქალთა საერთაშორისო დღეს დაბადებული 272 ადამიანია დარეგისტრირებული.

8 მარტს დაბადებულთა უმეტესობა 4 278 პირი დედაქალაქში ცხოვრობს.

რაც შეეხება რეგიონებს, 8 მარტს დაბადებულებთა უმრავლესობა იმერეთში (2147), ქვემო ქართლში (2028), კახეთში (1465) და აჭარაში (1452) ცხოვრობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის პატიმარმა, ანატოლი გიგაურმა საპატიმრო დატოვა
კობახიძე: საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია, საპატრიარქოსთან პრობლემები არ გვაქვს
მუსიკოსთა პროფესიული კავშირი მათე დევიძეზე: ​მუსიკოსის ადგილი სცენაზეა და არა საკანში
მამა ლევანი ჯიქური: სულ ნუ გაიწყვიტეთ შუბლის ძარღვი - ხალხი საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics