07:26 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 14:51:44, 509 ნახვა

სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, შსს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2 თებერვალს, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის მონაწილეების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, 2025 წლის 2 თებერვალს, ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით დაიწყო.

სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზის მეშვეობით, დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან იღებს და ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. იგეგმება და ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება“, - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics