|
2025-02-03 12:53:40, 401 ნახვა
მსოფლიო
სერბეთში საპროტესტო აქციების მონაწილეებმა მდინარე დუნაიზე მდებარე ერთ-ერთი ხიდი მთელი ღამის განმავლობაში დაბლოკეს
სერბეთში საპროტესტო აქციების მონაწილეებმა მდინარე დუნაიზე მდებარე ერთ-ერთი ხიდი მთელი ღამის განმავლობაში დაბლოკეს. როგორც „ასოშიეითიდ პრესი“ წერს, სერბმა სტუდენტებმა კორუფციის საწინააღმდეგო აქციის ფარგლებში 24 საათით დაბლოკეს ქალაქ ნოვი სადში მდებარე ხიდი. აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ სერბი ფერმერები, რომლებმაც ხიდთან ახლოს ტრაქტორები დააყენეს. მათი თქმით, ამ გზით ისინი ცდილობდნენ, დაეცვათ სტუდენტები სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის მხარდამჭერთა შესაძლო თავდასხმებისგან. სერბეთის უნივერსიტეტების სტუდენტები ხელმძღვანელობენ მასობრივ ანტიკორუფციულ მოძრაობას, რომელიც მას შემდეგ აგორდა, რაც პირველ ნოემბერს ნოვი სადის ცენტრალურ სარკინიგზო სადგურში ბეტონის შენობის ჩამონგრევას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ეს შემთხვევა მთავრობაში არსებულმა კორუფციამ და სადგურის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს დაუდევრობამ გამოიწვია. ეს საქმე სერბეთში კანონის უზენაესობის კუთხით არსებული პრობლემებით უკმაყოფილების სიმბოლო გახდა. აქციები სერბეთში უკვე სამი თვეა, გრძელდება. გასული კვირის დასაწყისში აქციების გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი გადადგა. როგორც „ასოშიეითიდ პრესი“ აღნიშნავს, 2 თებერვალს სერბეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანია RTS-მა მოულოდნელი გამონაკლისი გააკეთა და პირდაპირი ტრანსლაცია გამართა ნოვი სადში გამართული აქციიდან, რომელშიც ათი ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. სერბეთის მმართველმა პარტიამ სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის მიერ ხიდების ბლოკირების გაშუქება გააკრიტიკა. პარტიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო ტელევიზიამ თავისი სკანდალური რეპორტაჟებით „დაარღვია ობიექტური და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის ყველა წესი და ღირებულება“.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)