2025-01-31 18:36:59, 393 ნახვა
სამართალი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივამ (GDI) რეჟიმის მიერ დაპატიმრებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის საქმის შესახებ ოფიციალური ანგარიში გაავრცელა.
როგორც ორგანიზაცია წერს ანგარიშში, GDI მიიჩნევს, რომ ანდრო ჭიჭინაძე პოლიტიკური პატიმარია და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. GDI ასევე აღნიშნავს, რომ ანდრო ჭიჭინაძეს პატიმრობა "პოლიტიკური მიზნების გამო" შეეფარდა, რაც წარმოადგენს უსამართლო სამართალწარმოებას და არ აქვს კავშირი რაიმე ტიპის სამართალდარღვევასთან. „GDI-მ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის N1900 რეზოლუციის კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეისწავლა ანდრო ჭიჭინაძის საქმე და მიაჩნია, რომ ანდროს პატიმრობა რეზოლუციის მინიმუმ „b“ და „e“ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, შესაბამისად, ანდრო ჭიჭინაძე არის პოლიტიკური პატიმარი და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.“ ანდრო ჭიჭინაძეს პროკურატურა ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის ქმედებებში მონაწილეობას ედავება. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით. პროკურატურა აცხადებს, რომ ანდრო ჭიჭინაძე 2024 წლის 29 ნოემბერს იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იგი აქტიურად მონაწილეობდა ძალადობრივი ჯგუფის მოქმედებებში, ჯოხს ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცველებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. „ანდრო ჭიჭინაძეს პატიმრობა შეეფარდა წმინდა პოლიტიკური მიზნების გამო, რომელიც არ აქვს კავშირი რაიმე სამართალდარღვევასთან,“ – აღნიშნავს GDI. საქართველოს პროკურატურა აქციებზე დაკავებულ 19 პირს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენას ედავება. აქედან 3 პირს ბრალად ედება ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზება (225-ე მუხლის პირველი ნაწილი), ხოლო 16 პირს, მათ შორის ანდრო ჭიჭინაძეს, ამ ორგანიზებულ ძალადობრივ ჯგუფის მოქმედებებში მონაწილეობა (225-ე მუხლის მე-2 ნაწილი). სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ან მათი თავდასხმა. იგი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. ხოლო 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით ისჯება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობა, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარეა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რაც გამოიხატება არეულობის ადგილის შერჩევაში, მასობრივი არეულობის დროსა და მისი ჩადენის ხერხის განსაზღვრაში, პირთა ჯგუფის თავმოყრაში და სხვა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილი გულისხმობს ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის საქმიანობაში ჩაბმას და მასში მონაწილეობას. ამდენად, დანაშაულის სწორი კვალიფიკაციისთვის, ჯერ უნდა არსებობდეს ორგანიზატორი, მის მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფი, ხოლო შემდგომში კონკრეტული პირი წინასწარი განზრახვით უნდა ჩაებას და მონაწილეობდეს ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის ქმედებებში. პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის საფუძველზე დაკავებული პირების საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულთა მიერ ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზებას, მათი ნაცნობობის, ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებებს ან რაიმე სხვა ფორმით ორგანიზებული სტრუქტურის ჩამოყალიბებას და მასში მონაწილეობას. „ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობა არის იმ სამართალწარმოების შედეგი, რომელიც აშკარად უსამართლო იყო და აშკარად უკავშირდება სახელისუფლებო ორგანოების პოლიტიკურ მოტივებს,“ – აცხადებს GDI. „ანდრო ჭიჭინაძეს პატიმრობა შეეფარდა წმინდა პოლიტიკური მიზნების გამო, ქმედებისთვის, რომელსაც არ აქვს კავშირი რაიმე დანაშაულთან. ამასთან, ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობა არის იმ სამართალწარმოების შედეგი, რომელიც აშკარად უსამართლო იყო და უკავშირდება სახელისუფლებო ორგანოების პოლიტიკურ მოტივებს.“ ამასთან, ანდროს მიმართ გამოყენებული პატიმრობა წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოთ მითითებულ სტანდარტებთან – პატიმრობის გამოყენებას საფუძვლად დაედო აბსტრაქტული, ზოგადი და სტერეოტიპული არგუმენტაცია, როცა პროკურატურას არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომელიც დაასაბუთებდა, რომ არსებობდა არა მხოლოდ პატიმრობის გამოყენების, არამედ ზოგადად აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი,“ – წერია GDI-ს ანგარიშში. ანდრო ჭიჭინაძე პროევროპულ აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 5 დეკემბერს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. იანვარში სასამართლომ ჭიჭინაძის და კიდევ 10 დაკავებულის საქმე ერთ წარმოებად გააერთიანა და 11-ვე მათგანისთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი, კლუბი "მტკვარზე" - ღია კლუბში მერიის რამდენიმე ფორმიანი წარმომადგენელი, შემოიჭრა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან
მეგობარი - დათო ფუთურიძე აიყვანა დღეს პოლიციამ, ახლა მის სახლს ჩხრეკენ, ასევე ვეძებთ ნიკოლოზ ლაცაბიძეს...
ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს
|
რედაქტორის რჩევით
უკრაინის ხელმძღვანელობის გაყოფა, - რის მიღწევასაც ცდილობს პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურებით
მთავრობამ არა მხოლოდ არჩევნები, არამედ ევროკავშირის მომავალი მოპარა ქართველ ხალხს - გაბრელიუს ლანდსბერგისი
ომი უკრაინაშიჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს
სლოვაკეთის შს მინისტრი - მამუკა მამულაშვილს სლოვაკეთში შესვლა აეკრძალება
ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
მთავრობამ არა მხოლოდ არჩევნები, არამედ ევროკავშირის მომავალი მოპარა ქართველ ხალხს - გაბრელიუს ლანდსბერგისი
მთავარი თემა
|