18:51 - 31 Jan, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-31 15:56:27, 372 ნახვა

სამართალი
ნინო ლომჯარია - ოჯახის წევრებისგან ნებართვა მივიღეთ, რომ დაკავებულთა საქმის მასალებზე წვდომა გვექნება

„საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მესამე სექტორმა აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებისგან ნებართვა მიიღო, რომ დაკავებულთა საქმის მასალებზე წვდომა ექნებათ.

ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს მესამე სექტორის და პატიმართა ოჯახის წევრებს შორის შეხვედრის დასრულების შემდგომ განუცხადა.

“თითოეული საქმის თითოეული დაკავებულის შესახებ ინფორმაციას ვამუშავებთ მათი დაკავების გარემოებების, მათი საქმის გარემოებების შესახებ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რამდენად უსამართლო და უკანონო იყო ამ ადამიანების დაკავება. ძალიან მძიმე ზეწოლის ქვეშ არიან ოჯახის წევრები და მნიშვნელოვანია, რომ მათ იცოდნენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვითი ორგანიზაციები თითოეული პატიმრის საქმეს გულდასმით სწავლობენ და ამ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს აწვდიან.

ინფორმაციები გავცვალეთ, რომ ადვოკატებისგან და პატიმრებისგან მივიღოთ თანხმობა, რომ მათი საქმის მასალებზე წვდომა გვქონდეს, ასევე, სხვა საკითხებზეც შევთანხმდით. რა თქმა უნდა, დავინტერესდით, ციხეში პატიმრების მდგომარეობისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით“, -განაცხადა ლომჯარიამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისთან "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივამ (GDI) რეჟიმის მიერ დაპატიმრებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის საქმის შესახებ ოფიციალური ანგარიში გაავრცელა.
პლატფორმა “სალამი” სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს
თინა ბოკუჩავა - მორიგი რუსული პროპაგანდისტული მცდელობაა, საცირკო წარმოდგენით გადაფაროს საკუთარი დანაშაულები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics