|
2016-03-07 12:44:56, 594 ნახვა
საზოგადოება
თემურ თორდინავა თბილისის საბავშვო ბაღებში შეხვედრებს აგრძელებს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა საბავშვო ბაღების პერსონალთან და აღსაზრდელების მშობლებთან შეხვედრებს აგრძელებს. მერიის ინფორამციით, შეხვედრებზე ისეთი საკითხები განიხილება, როგორიცა თითოეული ბაღის საჭიროებები, პრობლემები, ასევე, უკვე განხორციელებულ და დაგეგმილი სიახლეები. სააგენტოს ხელმძღვანელმა მორიგი შეხვედრა თბილისის 121-ე საბავშვო ბაგა-ბაღში გამართა. ბაღში კაპიტალური რემონტი უკვე ჩატარდა, დარჩენილია ფასადის მოწესრიგების სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, თორდინავამ ბაღისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში მშობლების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუშაობის ეფექტურობა დამოკიდებულია სააგენტოს, ბაღის პერსონალისა და მშობლების ურთიერთთანამშრომლობაზე. „ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, შარშან 60-მდე ბაღში ვიყავი და 10 000-მდე ადამიანს შევხდი. 2016 წლის ბიუჯეტი სწორედ ამ შეხვედრების დროს გამოვლენილი პრიორიტეტების მიხედვით დაიგეგმა. ამ პრინციპს არც წელს დავარღვევთ, ვაპირებ, რომ მიმდინარე სააღმზრდელო წლის დასრულებამდე თბილისის ყველა ბაღში მივიდე და უშუალოდ პერსონალისა და მშობლებისგან მოვისმინო ინფორმაცია ბაღის საჭიროებების შესახებ. ასევე, მნიშვნელოვანია მათი შეფასებები სააგენტოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე“, - განაცხადა თემურ თორდინავამ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი სააღმზრდელო დაწესებულებებში სტუმრობას ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს.
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)