|
2025-01-30 10:16:54, 574 ნახვა
მსოფლიო
სირიის ახალ პრეზიდენტად აჰმედ ალ-შარაა დაინიშნა
სირიის ახალ პრეზიდენტად აჰმედ ალ-შარაა დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი სირიულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. სირიული მედიის ინფორმაციით, სირიის დე ფაქტო ლიდერი, აჰმედ ალ-შარაა პრეზიდენტის თანამდებობას ქვეყნის „გარდამავალ პერიოდში“ დაიკავებს. ასევე, სირიელი ამბოხებულების სამხედრო მეთაურმა, ჰასან აბდულ ღანიმ სირიის 2012 წლის კონსტიტუციის გაუქმებისა და ყოფილი რეჟიმის პარლამენტის, არმიისა და უსაფრთხოების სამსახურების დაშლის შესახებ გამოაცხადა. აჰმედ ალ-შარაა დროებით საკანონმდებლო საბჭოს შექმნის, რომელიც ახალი კონსტიტუციის დამტკიცებამდე მას სირიის მართვაში დაეხმარება. შეგახსენებთ, სირიელმა ამბოხებულებმა, აჰმედ ალ-შარაას მეთაურობით, 8 დეკემბერს დამასკო აიღეს და სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხეს. ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი რუსეთში გაიქცა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)