05:28 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 13:59:37, 479 ნახვა

მსოფლიო
იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯია მელონის წინააღმდეგ სასამართლო გამოძიება დაიწყო

იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯია მელონის წინააღმდეგ სასამართლო გამოძიება დაიწყო. ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ მელონიმ თავად დაადასტურა ვიდეომიმართვაში.

გამოძიება უკავშირდება ლიბიელი პოლიციის ოფიცრის, უსამა ელმასრი ნაიემის გათავისუფლებას, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ იყო ძებნილი. ნაიემი იტალიის ქალაქ ტურინში შაბათს დააპატიმრეს, ხოლო რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს. Politico-ს ინფორმაციით, ნაიემი ტურინში იუვენტუსის საფეხბურთო კლუბის მატჩზე დასასწრებად იყო ჩასული.

მოგვიანებით ICC-მ იტალიის იტალიის ხელისუფლებამსგან ახსნაგანმარტება მოითხოვა, რადგან მათი თქმით, ნაიემის გათავისუფლება არ იყო მათთან შეთანხმებული.

ICC ოფიცერს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ მძიმე დანაშაულებში, მათ შორის, მკვლელობაში, წამებაში და გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მელონი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ გამოძიებას რომის მთავარი პროკურორი, ფრანჩესკო ლე ვოი აწარმოებს. მისივე თქმით, მას ეჭვმიტანილად მიიჩნევენ დანაშაულის ხელშეწყობაში და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში. მელონის განცხადებით, ICC-ის მიერ გაცემული დაკავების ორდერი იტალიის სასამართლოს არ უღიარებია, და ის მემარცხენე შეთქმულების სამიზნე გახდა.

„არ დავუშვებ, რომ დამაშინონ. სწორედ ამიტომ არ მომწონვარ მათ, ვისაც არ სურს, რომ იტალია შეიცვალოს და გახდეს უკეთესი. სწორედ ამის გამო ვაპირებ, განვაგრძო ჩემი გზა და დავიცვა იტალიელები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეროვნული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა“, - განაცხადა მელონიმ.

ამასთან, მელონის თქმით, გამოძიება ასევე დაიწყო იტალიის იუსტიციის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და დაზვერვის საკითხებში კაბინეტის მდივნის მიმართაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics