|
2025-01-28 11:34:45, 455 ნახვა
პოლიტიკა
პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელი - EU საბჭოში პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს EU-სთან ურთიერთობებში ხელახლა ჩართვისთვის შესანიშნავი შანსი აქვს
ევროკავშირის საბჭოში პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებში ხელახლა ჩართვისთვის შესანიშნავი შანსი აქვს, - ამის შესახებ საქართველოში პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელმა, არტურ გებალიმ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, პოლონეთს, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას გააჩნია თუ არა რაიმე სახის ინსტრუმენტები და რესურსები, რათა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებში ცვლილებები მოხდეს, საქართველოში პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელმა, არტურ გებალიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის კუთხით პოლონეთს გარკვეული ინსტრუმენტები აქვს. „ევროკავშირის საბჭოში პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან ურთიერთობებში ხელახლა ჩართვისთვის შესანიშნავი შანსი აქვს. თავმჯდომარეობას გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით გარკვეული ინსტრუმენტები აქვს, მაგალითად, ჩვენ გაფართოების მთავარ სამუშაო ჯგუფს ვხელმძღვანელობთ და გაფართოების კუთხით მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში დიდი ამბიციები გვაქვს. საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა და როგორც იცით, ეს გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ამას უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ასახავს. ასე რომ, გზა თავისუფალია, კარი ღიაა და პოლონეთის თავმჯდომარეობა გაფართოების პროცესს მხარს უჭერს. ევროკავშირში ჩვენც არც ისე დიდი ხნის წინ, დაახლოებით 20 წლის წინ გავწევრიანდით. ამიტომ, ამბიციურები ვართ და გაფართოების პროცესს და ასევე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს ვუჭერთ. მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქართულმა მხარემ და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას, რათა აუცილებელი პირობები შეასრულოს. საქართველოსთვის ეს ისტორიული და უპრეცედენტო მომენტია და რთულია უკეთესი პირობების წარმოდგენა, როგორიც ახლა, პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდშია“, - განაცხადა არტურ გებალიმ.
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
სესმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაცია გამოავლინა|ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)