13:53 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-25 13:05:34, 1433 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ორი რაკეტა და 46 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ორი რაკეტა და 46 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით Х-59/69-ის ტიპის 2 მართვადი რაკეტა და 61 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 46 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 15 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

„ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევების შედეგად კიევის, ჩერკასისა და ხმელნიცკის ოლქებში კერძო სახლები, საცხოვრებელი კორპუსები და ავტომობილები დაზიანდა. არიან დაშავებულები“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ოდესის, ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერკასის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკისა და კიროვოგრადის ოლქებში გაანადგურეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics