|
2025-01-25 10:40:52, 582 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი განცხადებას ავრცელებს
საქართველოში ვიზიტის შემდეგ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადება სახელწოდებით – „შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ლგბტ ადამიანების სტიგმატიზაციის დასრულება“, ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლებას ზიანი არ მიადგეს ადმინისტრაციული ან საკანონმდებლო ზომებით“, – განაცხადა კომისარმა. მაიკლ ო’ფლაერტი აქვე აღნიშნავს, რომ ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში, ასუსტებს საჯარო მოხელეთა დაცვას მათი გათავისუფლებისგან. „ვწუხვარ, რომ ეს კანონები, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება, დაჩქარებულად იქნა მიღებული, მნიშვნელოვანი კონსულტაციის პროცესის გარეშე“, – აცხადებს კომისარი. განცხადების თანახმად, ხელისუფლებასთან შეხვედრებისას კომისარმა წამოჭრა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე, რომელსაც იგი სტუმრობდა საპატიმრო დაწესებულებაში. „ქალბატონი ამაღლობელი შიმშილობს იმ დღიდან, რაც 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სამართალდამცველზე სავარაუდო თავდასხმისთვის. მანამ, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ ბრალდებების არსებითი მხარის თაობაზე, მიმაჩნია, რომ მისი წინასწარი პატიმრობის გაგრძელება გაუმართლებელია და ძალიან შეშფოთებული ვარ მისი მდგომარეობით“, – განაცხადა კომისარმა. „ხელისუფლებასთან ჩემს დისკუსიებში მე მიუთითე ჩემს საჯაროდ გამოხატულ პოზიციაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შედეგებზე ადამიანის უფლებებისთვის და იმის თაობაზე, რომ იგი არ უნდა მიღებულიყო მოცემული ფორმით“, – აღნიშნა მაიკლ ო’ფლაერტმა. ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ვიზიტის განმავლობაში კომისარი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას; შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს; იუსტიციის მინისტრის მოადგილეებს, ბექა ძამაშვილსა და ნიკო ტატულაშვილს; სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს; გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს, გიორგი ბადაშვილს და საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს. „ეს ვიზიტი აღნიშნავს კომისრის განგრძობად ვალდებულებას, ითანამშრომლოს წევრ სახელმწიფოებთან და ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს სტანდარტებს. იგი ელოდება მუდმივად ღია დიალოგს საქართველოს ხელისუფლებასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)