14:16 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 18:18:06, 714 ნახვა

საზოგადოება
ხელოვანებმა საგანგებო მიმართვა გაავრცელეს - კინო, ტერორის წინააღმდეგ ერთიანდება

კინოცენტრის ახალ შენობასთან კინოს პროფესიონალები და მოყვარულები შეიკრიბნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს ყველა პატიმარს, რომლებიც აქციებზე დააკავეს.  ასევე იმ პროფესიულ გაერთიანებასა თუ ცალკეულ ადამიანებს, ვინც წინააღმდეგობაშია.

სოლიდარობას ვუცხადებთ:

  •  53 სინდისის პატიმარს
  • ჟურნალისტებს და განსაკუთრებით მზია ამაღლობელს
  • სტუდენტებს
  •  თეატრს
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე პროტესტს,
  • სოფელ შუქრუთის მაღაროელებს,
  • მწერლებს,
  • მუზეუმის თანამშრომლებს,
  • არქეოლოგებს,
  • არქიტექტორებს,
  •  IT პროფესიონალებს,
  • ბალდის კანიონის მცველებს,
  • ყველა გაფიცულს
  • ყველა მშრომელს
  • მოქალაქეებს, რომლებიც 58 დღეა რუსთაველზე ჯიუტად დგანან

„ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ ჩვენი ქვეყნის სამსახურში გაცხადებული ტერორის წინააღმდეგ. ახლა, ჩვენ ვდგავართ იმ ინსტიტუციასთან, საიდანაც თითქმის 2 წლის წინ, ჩვენი პროტესტი დაიწყო. ინსტიტუციასთან, რომელიც გადაიქცა მორჩილი ფუნქციონერების თავშესაფრად, რომელიც თვალს ხუჭავს და დუმს იმ უსამართლობებზე, რაც უკვე ჩვენი ყოველდღიურობა გახდაარაჰუმანური, ფაშისტური კანონების დაკანონება, უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის ჩვენი კოლეგების დაპატიმრება, წამება, გატაცება, დაშინება და შანტაჟი.

განსაკუთრებულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენი კინო მოძრაობის წევრს, მსახიობსანდრო ჭიჭინაძეს. ასევე, დღეს ჩვენს ორ კოლეგას, პროდიუსერ ქეთი დანელიას და რეჟისორ გიორგი ოკმელაშვილს სასამართლო პროცესი ჰქონდათეს უკვე გახდა ჩვენი ყოველდღიურობა და სწორედ ამიტომ აუცილებელია ბრძოლის გაგრძელება, ერთიანობის გაძლიერება, რომ რეჟიმი რაც შეიძლება მალე დაინგრეს.

კინოცენტრს დღეს ხელმძღვანელობს ბექა დავითულიანიადამიანი, რომელმაც რუსულ კანონს ორივეჯერ მოაწერა ხელი და მას კინოს სფეროში არანაირი კომპეტენცია არ აქვს. აგრეთვე, ბაჩო ოდიშარიაპროპაგანდისტული ტელევიზიის წამყვანი და სამთავრობო პროპაგანდის ერთ- ერთი მთავარი შემოქმედი დღეს განსაზღვრავს როგორი უნდა იყოს ქართული კინო.

რეჟიმი ცდილობს მოსპოს შემოქმედებითი თავისუფლება, ჩააახშოს კრიტიკული ხმა, დააკანონოს ცენზურა, ჩამოშალოს ინსტიტუციები და მოგვაქციოს ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაციაში.

ის, რაც ჩვენ, კინოში მომუშავე ადამიანებს 2 წლის წინ დაგვატყდა თავს, ახლა მთელი ქვეყნის რეალობად იქცა. მაშინ ჩვენ ვამბობდითქართული კინო საფრთხეშია! ახლა ვამბობთსაქართველო საფრთხეშია! ამიტომაც, სანამ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!!! ვიბრძვით ბოლომდე!“, – ნათქვამია მიმართვაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიმინალური დაჯგუფება სისტემატურად ძალავდა ბიზნესმენს ფულს, უარის შემთხვევაში ბიზნესის რეკეტით და ჯანმრთელობის განადგურებით ემუქრებოდნენ
„SARAJISHVILI“-ს, „ASKANELI“-სა და „ASKANELI V.S.O.P“-ის ბრენდების ფალსიფიციას ახდენდნენ საცხოვრებელ სახლში
პენტაგონი: ირანში კონფლიქტში დაღუპული ამერიკელი სამხედროების რიცხვი 19-მდე გაიზარდა
თვეების განმავლობაში მიმდინარე დავის შემდეგ, ტრამპმა დანიასთან და გრენლანდიასთან შეთანხმებას მოაწერა ხელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics