07:07 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 17:35:33, 645 ნახვა

მსოფლიო
RSF-მ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საჩივარი შეიტანა

ორგანიზაციამ რეპორტიორები საზღვრების გარეშე (Reporters Without Border) კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდ ლუკაშენსკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) სარჩელი შეიტანა. ორგანიზაცია ბელარუსის ლიდერს ჟურნალისტების "სისტემატური დევნაში" ადანაშაულებს.

"ხუთი წლის განმავლობაში ბელარუსის რეჟიმი სისტემატურად დევნიდა დამოუკიდებელ ხმებს, პირველ რიგში ჟურნალისტებს" - წერს RSF-ს აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი ჟან კავალიე განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ბელარუსში 2020 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებამ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი რეპრესიები დაიწყო. ორგანიზაციის მონაცემებით, ამ პერიოდის განმავლობაში:

397 ჟურნალისტი 589 უსაფუძვლოდ დააკავეს, ზოგიერთი მათგანი რამდენჯერმე. 43 ჟურნალისტი დღემდე ციხეში იმყოფება, ხოლო 500-ზე მეტი ჟურნალისტი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა, რომელთაგან უმრავლესობამ თავშესაფარი პოლონეთსა და ლიტვაში იპოვა.

"მასობრივი დაკავებები, თვითნებური დაკავებები, ძალადობა, პროფესიული აღჭურვილობის განადგურება, გამოსახულებების იძულებითი წაშლა, რეიდები, მედია საშუალებების დახურვა, დამამცირებელი და იძულებითი აღიარებების ამსახველი ვიდეოები, ცენზურა და სხვადასხვა სახის ზეწოლა - ეს ის დევნის აქტებია, რომლებიც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს წარმოადგენს. ამან ასევე გამოიწვია ბელარუსი ჟურნალისტების მასობრივ გადასახლება. იძულებითი გადასახლება თავისთავად კლასიფიცირდება, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული და  მოსახლეობის იძულებითი გადასახლების კატეგორიას მიეკუთვნება" -  - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics