|
2025-01-24 14:21:31, 549 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - საქართველოს ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, შესაბამისად, ისინი ქვეყანას არ წარმოადგენენ
საქართველოს ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, შესაბამისად, ნებისმიერ საერთაშორისო ასპარეზზე მისი წევრები ქვეყანას არ წარმოადგენენ, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია საქართველოს მოქალაქეების დაკვეთას ასრულებს, რომელიც ორი თვეა უწყვეტად ითხოვს, რომ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდეს და ჰყავდეს ლეგიტიმური მთავრობა. „პროტესტი თითქმის, ორი თვეა მიმდინარეობს, საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა სამართლიანად, თავისუფალი არჩევნები არ ყოფილა, შესაბამისად ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური და ნებისმიერ საერთაშორისო ასპარეზზე მისი წარმომადგენლები ქვეყანას არ წარმოადგენენ. ეს არის მთავარი მოტივაცია, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ივანიშვილს და მის ბანდას საქართველოს სახელით არ აქვს უფლება, ქვეყანას წარმოადგენდეს“, – განაცხადა პაატა მაჯგალაძემ. მისი თქმით, საქართველოს, არანაირი მმართველი გუნდი არ ჰყავს. „ეს არის კლეპტოკრატიების, მარტივად რომ ვთქვათ, ფულზე დახამებული ადამიანების გაერთიანება, რომლებიც მზად არიან, ყველაფერს მოაწერონ ხელი. საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს სასიცოცხლო რესურს აცლიან, ჩვეულებრივი პარაზიტები არიან. ივანიშვილის რეჟიმი არანაირი ხელისუფლება არ არის. ის არის პოლიტიკური პარაზიტი, რომელიც სასიცოცხლო რესურს აცლის საქართველოს მოქალაქეებს. ქვეყნისთვის ყველაზე ცუდი არის, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა ხალხის ნაცვლად მუშაობს რეჟიმზე, მუშაობს ოლიგარქიაზე, მუშაობს ივანიშვილზე და საქართველოს დღეს არ წარმოადგენს და არ ჰყავს ხელისუფლება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. მისი თქმით, მონას გონია, რომ ყველა მონაა და ყველას პატრონი ჰყავს. „მართლა პატრონს ემსახურებიან და ივანიშვილის იქით მაგათი აზროვნება არ მიდის. მარტივად რომ გიპასუხოთ, ჩვენ ვასრულებთ საქართველოს მოქალაქეების დაკვეთას, რომელიც ორი თვეა უწყვეტად აპროტესტებს იმას, რომ საქართველოში ჩატარდეს არჩევნები და ჰყავდეს ლეგიტიმური მთავრობა. ჩვენ მოვითხოვეთ და ეს მოთხოვნა არის ლეგიტიმური, რადგან დღეს საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც წარმოაჩენს ქართველ ხალხს. დღეს გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც გამოხატავს ერთი ადამიანის, ივანიშვილის ინტერესს და მის უსაფრთხოებას. არჩევნები უნდა ჩატარდეს და არჩევნების შემდეგ ვისაც ექნება ხალხის მანდატი, იმან უნდა წარმოაჩინოს საქართველო. საქართველო და ივანიშვილი გერევათ ერთმანეთში, „ქართული ოცნებისთვის“ ივანიშვილია ყველაფერი, ჩვენთვის საქართველოა ყველაფერი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)