15:13 - 24 Jan, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 10:10:47, 407 ნახვა

პოლიტიკა
ნეით სიბლი - ივანიშვილის მსგავს კლეპტოკრატებს არ უნდა შეეძლოთ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების მათი მოპარული სიმდიდრის გასათეთრებლად გამოყენება

ბიძინა ივანიშვილის მსგავს კლეპტოკრატებს არასოდეს უნდა შეეძლოთ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების მათი მოპარული სიმდიდრის გასათეთრებლად გამოყენება, მაგრამ თუ ამას აკეთებენ, ამიერიდან უნდა იცხოვრონ შიშით, რომ გაერთიანებული სამეფო, მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, სანქციების ძალას გამოიყენებს, - ამის შესახებ ჰადსონის ინსტიტუტის კლეპტოკრატიის კვლევის ცენტრის დირექტორი ნეით სიბლის სტატიაშია აღნიშნული.

სიბლი წერს, რომ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები (BOT) დიდი ხანია განიხილება, როგორც საგადასახადო სამოთხე. მაგრამ ბოლო წლებში ყურადღების ცენტრში მოექცა მათი, როგორც ფულის გათეთრების გლობალური ცენტრების როლი. სტატიაში ხაზგასმულია, რომ როგორც მანამდე კონსერვატიული მთავრობა, ამჟამად გაერთიანებული სამეფოს მმართველი ლეიბორისტული მთავრობა ზეწოლის ქვეშ იმყოფება, გააძლიეროს კორპორატიული გამჭვირვალობა და განდევნოს ბინძური ფული.

სიბლი წერს, რომ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების მდიდრების მისაზიდად შემუშავებულმა პოლიტიკამ ასევე მიიზიდა კრიმინალები, რომლებიც ცხადი მიზეზების გამო დაინტერესებული არიან ფინანსური შეთანხმებების თავიანთი ქვეყნების ხელისუფლებისთვის დამალვით.

„ამიტომ გაერთიანებული სამეფოს ეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობა ჩინეთის, რუსეთის, ირანის და სხვა კლეპტოკრატიული დიქტატურის აღზევების ხელშეწყობაზე, რომლებმაც გააძლიერეს თავიანთი მმართველობა შინ და ახლა მიზნად ისახავენ გლობალური წესრიგის დამხობას და დასავლეთის ჩანაცვლებას, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ გაერთიანებულ სამეფოს აქვს პოტენციური ბერკეტები ამ რეჟიმებზე - თუ მთავრობა საკმარისად გაბედული იქნება, რომ ის გამოიყენოს“, - აღნიშნულია სტატიაში.

სიბლი წერს, რომ ამის ერთ-ერთი მაგალითია ბიძინა ივანიშვილი.

„ამის ერთ-ერთი მაგალითია ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პოტენციური დიქტატორი. მისი მმართველი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ არ მალავს თავის გეგმას, დაანგრიოს მოსახლეობის მისწრაფებები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და სანაცვლოდ საქართველო რუსეთის კონტროლის ქვეშ დააბრუნოს. ივანიშვილმა ასევე გახსნა თავისი ქვეყანა და ევროპა ჩინეთის კომუნისტური პარტიის დამღუპველი გავლენისთვის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ჩინური სახელმწიფო კომპანიების სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად მოწვევით“, - აღნიშნულია სტატიაში.

სიბლი წერს, რომ დეკემბერში, გაერთიანებული სამეფო შეუერთდა შეერთებულ შტატებს და სანქციები დაუწესა 5 ქართველ მაღალჩინოსანს დემოკრატიული საპროტესტო აქციების ძალადობრივ ჩახშობაში მონაწილეობისთვის. იანვარში აშშ ერთი ნაბიჯით წინ წავიდა და დიდი ხნის დაგვიანებული სანქციები თავად ბიძინა ივანიშვილს დაუწესა. სიბლი წერს, რომ გაერთიანებული სამეფო ჯერ არ მიჰყოლია შეერთებული შტატების მაგალითს, ევროკავშირი კი ვერ მოქმედებს რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი უნგრეთის და სლოვაკეთის ლიდერების მხრიდან პროგნოზირებადი ვეტოების გამო.

სიბლი წერს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოავლინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი 95 კომპანია, რომლებიც რეგისტრირებულია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და კაიმანის კუნძულებზე.

„ამ კუნძულებს, როგორც ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებს, მოეთხოვებათ სანქციების აღსრულება კომპანიებთან ნებისმიერი ტრანზაქციის აკრძალვით და მათ საკუთრებაში არსებული აქტივების გაყინვით. ივანიშვილის მსგავსი კლეპტოკრატები იშვიათად არიან ისეთი სულელები, რომ თავიანთი კვერცხი ერთ კალათაში შეინახონ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი საზღვარგარეთული ფინანსური აქტივები BVI-ს ან კაიმანის საბანკო ანგარიშებზე იყოს. ის განთავსებულია სხვა იურისდიქციებში მსგავსი სუსტი ზედამხედველობით, მაგრამ უკეთესი ფინანსური სექტორებით“, - აღნიშნულია სტატიაში.

სიბლი წერს, რომ საბედნიეროდ, სანქციების საფრთხე ხშირად საკმარისია სხვა იურისდიქციების ბანკების დასარწმუნებლად, რომ შეწყვიტონ თვალის დახუჭვა და საეჭვო კლიენტთან ურთიერთობა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ დოლარის გლობალური როლის გათვალისწინებით, ვაშინგტონს ამ მხრივ ყველაზე დიდი გავლენა აქვს, მაგრამ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გაერთიანებული სამეფოც.

სიბლი წერს, რომ გაერთიანებული სამეფოს „ლიბერალ-დემოკრატმა“ პარლამენტის წევრმა, ჯეიმს მაკკლერიმ წარადგინა შუამდგომლობა, რომელიც ლეიბორისტულ მთავრობას ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ამ დროისთვის მას მხოლოდ 15 დეპუტატი შეუერთდა, ძირითადად მისი პარტიიდან და ეს არის მხარდაჭერის უმნიშვნელო გამოვლინება.

„მაკკლირი არ არის ერთადერთი პარლამენტარი, რომელმაც ივანიშვილის წინააღმდეგ მოქმედებაში გაერთიანებული სამეფოს უცნაური გაჭიანურება შეამჩნია. წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა და ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა ასევე მოუწოდა გაერთიანებულ სამეფოს, დაუყონებლივ დაუწესოს სანქციები ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეგობარს, ბიძინა ივანიშვილს, მისი ოჯახის წევრებს და მაცოცხლებელთა (enablers) ქსელს. ივანიშვილის მსგავს კლეპტოკრატებს არასოდეს უნდა შეეძლოთ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების გამოყენება მათი მოპარული სიმდიდრის გასათეთრებლად, მაგრამ თუ ამის გაკეთებას აგრძელებენ, ამიერიდან უნდა იცხოვრონ შიშით, რომ გაერთიანებული სამეფო გამოიყენებს სანქციების ძალას მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით“, - აღნიშნულია სტატიაშ




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
„დროას“ წევრი მარიამ სიჭინავა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ხალათით და ჩუსტებით მივიდა
მაია კალანდია - ზუგდიდში ა(ა)იპების იმ თანამშრომლებს, რომლებიც ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებენ, სამსახურებიდან გათავისუფლებით ემუქრებიან
გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics