18:47 - 05 Feb, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 15:49:08, 400 ნახვა

საზოგადოება
NGO-ები - მომიტინგეებისთვის დაკისრებული ჯარიმები, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უტოლდება

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის განცხადებით, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მძიმე ფინანსური სანქციების გამოყენება წარმოადგენს რეპრესიულ იარაღს გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და უტოლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. განცხადება ნინო ლომჯარიამ და ეკა გიგაურმა გააკეთეს. 

"პროევროპული საპროტესტო აქციების ჩახშობის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სისტემური პოლიტიკის აღსრულებაში კოორდინირებულად მოქმედებენ სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლოები და “ქართული ოცნების” პარლამენტი. 

კერძოდ, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციამ და სასამართლოებმა ინტენსიურად დაიწყეს დეკემბერში “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ 5 დღეში მიღებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ბლანკეტური აკრძალვების გამოყენება, ასევე, მათი დარღვევისთვის 10-ჯერ და 20-ჯერ გაზრდილი მძიმე ფინანსური ჯარიმების და 15 დღემდე პატიმრობების გამოყენება. პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს ღობეზე სტიკერების გაკვრის, ან სახის ნაწილის დაფარვის გამო (მაშინაც, კი, როდესაც პროტესტის მონაწილეები იდენტიფიცირებულები არიან). ასევე, დემონსტრანტებს მასიურად და დაუსაბუთებლად აჯარიმებენ არაპროპორციულად მაღალი ჯარიმებით “უკანონოდ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის” მოტივით მაშინ, როდესაც პოლიციის მიერ წარმოდგენილ ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებში მოქალაქეთა მხრიდან გზის უკანონო ბლოკირების ფაქტები არ დასტურდება - მოქალაქეები დგანან ხალხის მასაში, ან მონაწილეობენ მასიურ სახალხო მსვლელობებში.

ინფორმაციისთვის: გზის გადაკეტვის გამო ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა აქციის მონაწილეებისთვის 500-დან 5000 ლარამდე, ხოლო ორგანიზატორისთვის 5000-დან 15000 ლარამდე გაიზარდა.  სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, აქციის მონაწილის მიერ ლაზერის ტარება, შსს-ს სისტემაში დადგენილი ან მასთან მიმსგავსებული ატრიბუტიკის ტარება 2000  ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს; ავტომობილით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა 1 წლამდე მართვის უფლების შეჩერებას იწვევს; საპროტესტო პოსტერის გაკვრა კი “მუნიციპალური ტერიტორიის იერსახის დამახინჯების” მუხლით მოქალაქეების  50 ლარის ნაცვლად 1000 ლარით დაჯარიმებას იწვევს. დაკავების არსებულ საფუძვლებთან ერთად პოლიციას პირის დაკავება უკვე პრევენციული მიზნითაც შეუძლია. 

300-500 ლარიდან 1000-2000 ლარამდე გაიზარდა ჯარიმები, ასევე, სხვა ადმინისტრაციული დარღვევებისთვის, რასაც დამკვიდრებული პრაქტიკით სასამართლოები იყენებენ ხოლმე აქციების მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე - ქვეყანა უნდა იმართებოდეს ეფექტიანად ამას უზრუნველყოფს პაკეტი, რომელიც დაინიცირდება პარლამენტში
შვედი დეპუტატი - ევროკავშირს ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოვუწოდებ
ზურაბიშვილი - სრულიად მიუღებელია, რომ რეპრესიები და დათხოვნები თავდაცვის სამინისტროს შეეხოს
ირაკლი კობახიძე - განვსხვავდებით ჩვენ იმ ხელისუფლებისგან, რომელიც ყველაფერს აკეთებდა პატიმრების ჯანმრთელობის გაუარესებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics