|
2025-01-23 08:55:30, 533 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთის პარლამენტი - სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ერს
ესტონეთის პარლამენტმა ქართველი ხალხის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამის შესახებ ინფორმაცია ესტონეთის პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. "ბოლო ათწლეულის განმავლობაში ესტონეთი დიდი შეშფოთებით ადევნებდა თვალს ქართული საზოგადოების პოლარიზებაში და საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებში რუსეთის გავლენის მქონე აქტივობებს. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც გასულ ოქტომბერს ძალადობისა და დაშინების გარემოში ჩატარდა, არ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. მმართველი "ქართული ოცნების" პარტია, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით სარგებლობს, თაღლითური არჩევნების შედეგებს იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებისთვის... ესტონეთის პარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ერს, რომელიც თავის ადამიანის უფლებებს, კონსტიტუციას, დემოკრატიას და ევროკავშირში საქართველოს მომავალს იცავს“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში ესტონეთის პარლამენტი უარს ამბობს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარებაზე, რომლებიც გაყალბებისა და მოქალაქეების დაშინების გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა, ისევე როგორც დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმაციას. სანაცვლოდ, ესტონეთის პარლამენტი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებს და ქვეყანაში კონსტიტუციური კრიზისის დასასრულებლად მის ძალისხმევებს უჭერს მხარს. ესტონეთის პარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრს ქვეყნებს, სანქციები დაუწესონ ქართველ პოლიტიკოსებსა და ოფიციალურ პირებს, რომლებიც ჩართულნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივ რეპრესირებაში და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნაში. ესტონეთის პარლამენტი ასევე მოწოდებით გამოდის, მკვეთრად შეიზღუდოს კომუნიკაცია საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის ინსტიტუტებთან, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება. განცხადება ესტონეთის პარლამენტის 49 წევრმა წარადგინა, მას 59-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 9 წინააღმდეგ წავიდა.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)