20:20 - 14 Aug, 2026
|
2025-01-22 16:14:28, 613 ნახვა
სამართალი
ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად, შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა უფლებადამცველმა გაავრცელა. ნიკოლოზ ჯავახიშვილი 20 წლის სტუდენტია, რომელიც 30 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, 11 იანვარს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა დაიწყო. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)