15:40 - 22 Jan, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 12:43:23, 321 ნახვა

პოლიტიკა
მეთიუ ბრაიზა - ვფიქრობ, ჯო უილსონის მოსაზრებები ექსტრემალურია და არ შეესაბამება ტრამპის მიდგომებს

საჭირო გახდა თითქმის ოთხი წელი იმისთვის, რომ ბაიდენს რამე მოემოქმედებინა. ახლა არის ახალი სანქციები და მიმაჩნია, რომ კონგრესის ზოგიერთი წევრი, ისინი ყურადღებას აქცევენ საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციას. ემხრობიან უფრო მეტ სანქციებს, თუმცა მეეჭვება, რომ ეს პოლიტიკური ვითარება ტრამპს ახლა აინტერესებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, მეთიუ ბრაიზამ „ეხო კავკაზას“ განუცხადა.

მეთიუ ბრაიზამ უპასუხა კითხვას, რომლის თანახმადაც: „რამდენად შეიძლება „ქართული ოცნების“ მოლოდინები იყოს საფუძვლიანი? რამდენად დაეხმარება ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, შეინარჩუნოს თავისი პოზიციები?“.

„ჩემი აზრით, ბევრით. ბაიდენი თავისი ადმინისტრაციის დასაწყისიდან მუდმივად საუბრობდა დემოკრატიაზე და ეს ძალიან თვალსაჩინო იყო ყველასთვის, ვინც საქართველოში სიტუაციას ადევნებდა თვალს, რომ „ქართული ოცნება“ სერიოზულად გადაუხვევს დემოკრატიისგან და რომ ისინი არღვევენ თამაშის წესებს და უფრო მეტად აახლოვებენ ქვეყანას რუსეთთან. ბაიდენისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი. თუმცა საჭირო გახდა თითქმის ოთხი წელი იმისთვის, რომ ბაიდენს რამე მოემოქმედებინა. მან მხოლოდ ახლა დააწესა სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი ზოგიერთი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ. თუმცა მანამდე ბაიდენს არაფერი გაუკეთებია „ქათული ოცნების“ წინააღმდეგ. ასე რომ, დიახ, ახლა არის ახალი სანქციები და მე მიმაჩნია, რომ კონგრესის ზოგიერთი წევრი, ისინი ყურადღებას აქცევენ საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციას. ისინი ემხრობიან უფრო მეტ სანქციებს, თუმცა მე მეეჭვება, რომ ეს პოლიტიკური ვითარება ტრამპს ახლა აინტერესებს. ვნახოთ, რა იქნება. თუ იქნება სერიოზული შეტაკებები ქუჩებში, შესაძლოა, იყოს სხვა მიდგომა“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

რაც შეეხება კითხვას, „არსებობს მოსაზრება, რომ დონალდ ტრამპი საკმაოდ დამოუკიდებელია გადაწყვეტილებების მიღებისას, თუმცა მის გარემოცვაში რესპუბლიკელებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ქართულ ოპოზიციას ოპტიმიზმს უნერგავენ, მათ შორის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე უილსონი, „მეგობარი აქტის“ თანაავტორები. რამდენად შეიძლება, იმოქმედოს ამან ტრამპის მიდგომებზე იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება?“, – მეთიუ ბრაიზას შეფასებით, უილსონის მოსაზრებები არ შეესაბამება ტრამპის მიდგომებს.

„ნაკლებად. ვფიქრობ, ჯო უილსონის მოსაზრებები, გულწრფელად რომ ვთქვა, ექსტრემალურია და არ შეესაბამება ტრამპის მიდგომებს. არის შესაძლებლობა, რომ უილსონის ეს მიდგომა მნიშვნელოვანი იყოს მარკო რუბიოსთვის, როდესაც ის სახელმწიფო მდივანი გახდება. საერთოდ, რუბიო ძალიან ტრადიციული „რესპუბლიკელია“, როდესაც საქმე ეხება საგარეო პოლიტიკას და საერთოდ, ეს ნიშნავს დემოკრატიის მხარდაჭერას. შესაძლოა, რუბიო იქნას დარწმუნებული, რომ საჭიროა თბილისის ქუჩებში მყოფი ხალხის მხარდაჭერა, თუმცა, მიმაჩნია, რომ თავად ტრამპისთვის ეს არ იქნება პრიორიტეტი იმის მიუხედავად, რას ილაპარაკებს უილსონი და კონგრესის ზოგიერთი წევრი“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსამართლემ არჩილ მუსელიანცი პატიმრობაში დატოვა
სერგეი რიაბკოვი - ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების შესაძლებლობის ფანჯარა არსებობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მსახიობ ანა ტყებუჩავას საქმე განიხილება
საკანონმდებლო ორგანოსთან მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics