|
2025-01-22 12:15:18, 508 ნახვა
სამართალი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ “საქართველოს ჯაშუშს“ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ დაკავებულ კახა მურადოვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. „ეხო კავკაზას“ ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ მურადოვს თავისუფლების აღკვეთა „სამშობლოს ღალატისა“ და „ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობის“ ბრალდებით მიუსაჯა. აფხაზეთის ე.წ. პროკურატურის ცნობით, მურადოვი ბრალს არ აღირებს. ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის“ ბრალდებით კახა მურადოვის დაკავების შესახებ ინფორმაცია 2024 წლის 14 მაისს გაავრცელა. მურადოვის დაკავების შემდეგ აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „დაკავებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესებიდან გამომდინარე აფხაზეთის მცხოვრებლების ფარულ სამუშაოებში ჩართვას ცდილობდა და „მხედრიონისა“ და უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის წევრებთან კონტაქტი ჰქონდა“.
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)