|
2025-01-22 12:03:38, 479 ნახვა
პოლიტიკა
დოლიძე - ჩვენ უკვე ვმუშაობთ ნიდერლანდებისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკოსებთან, რათა ირაკლი რუხაძეს ამ სქემისთვის პასუხი სანქციების მეშვეობით ვაგებინოთ
ირაკლი რუხაძის ბიზნესები, რომლებიც საქართველოში არსებობს, ჩართულია უზარმაზარ სქემაში და რეგისტრირებულია ნიდერლანდებში და ამასთან, „ოფშორულ ზონაში“, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე - ის დოვლათი, რომელიც უნდა იდებოდეს ქართულ ეკონომიკაში, რუხაძეს, როგორც წურბელას, ჯიბეში და საქართველოს საზღვრებს გარეთ მიაქვს, - ამის შესახებ პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ის მუშაობს ნიდერლანდებისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკოსებთან, რათა „ირაკლი რუხაძეს ამ სქემისთვის პასუხი სანქციების მეშვეობით ვაგებინოთ“. „გუშინ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი მხარდამჭერის, ოლიგარქ ირაკლი რუხაძის ინტერვიუ. გარდა იმისა, რომ ის არის იდეოლოგიური აპარატის, ანუ „იმედის“ ხელმძღვანელი, რითაც სისხლიანი რეპრესიები ტარდება, ის არის ქართული ეკონომიკის წურბელა. მთელი მისი ბიზნესი, რომლებიც საქართველოში არსებობს, ჩართულია უზარმაზარ სქემაში და სინამდვილეში, რეგისტრირებულია დასავლეთ ევროპაში, კონკრეტულად, ნიდერლანდებში. გარდა ამისა, მთელი მისი კონგლომერატი საბოლოოდ, რეგისტრირებულია „ოფშორულ ზონაში“, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე. პირველი საკითხი ისაა, რომ ის დოვლათი, რომელიც უნდა იქმნებოდეს და იდებოდეს ქართულ ეკონომიკაში, ბატონ რუხაძეს, როგორც წურბელას, ჯიბეში და საქართველოს საზღვრებს გარეთ მიაქვს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ მისი ბიზნესები რეგისტრირებულია ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიცაა ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი და მას აშშ-ის მოქალაქეობა აქვს. ჩვენი ამოცანაა, ვიმუშაოთ ნიდერლანდების პარლამენტის წევრებთან და სამართალდამცავ უწყებებთან ისევე, როგორც დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საგადასახადო, პოლიტიკურ და სამართალდამცავ უწყებებთან, რათა პასუხი მოვთხოვოთ ბატონ რუხაძეს „იმედის“, როგორც მთავარი რეპრესიული პროპაგანდისტული მანქანის მფლობელობასთან და მართვასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ნიდერლანდებისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკოსებთან, რათა ირაკლი რუხაძეს ამ სქემისთვის პასუხი სანქციების მეშვეობით ვაგებინოთ“,- განაცხადა ანა დოლიძემ.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)