|
2025-01-21 16:32:45, 609 ნახვა
სამართალი
თბილისის სასამართლომ ლომიძე და ზასოხაშვილი პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციაზე დაკავებულების, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი, პატიმრობაში დატოვამ აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ მიიღო. დღევანდელ პროცესზე დაკავებულების მიმართ, რომელთაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმასა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას შუამდგომლობდა. როგორც პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი განმარტავდა, საქმეზე რამე ახალი გარემოება გამოკვეთილი არ არის, რაც აღკვეთის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, პროკურორი აცხადებდა, რომ გასათვალისწინებელი იყო დანაშაულის ხასიათი, ადგილი, დრო და ვითარება. დაცვის მხარე ამ პოზიციას არ დაეთანხმა. მათ დაკავებულების 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს. თუმცა, დააფიქსირეს პოზიცია, რომ თუ სასამართლო მეტს გადაწყვეტდა, ისინი თანახმა იქნებოდნენ. ასევე, ადვოკატებმა სასამართლოს დამატებითი ამკრძალავი ღონისძიებების გამოყენებაც შესთავაზეს. ასევე, საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატები დაკავებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა. სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა დავით ლომიძე. მოსამართლემ პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმი და განცხადება წაიკითხა, რომლის მიხედვითაც ის პროცესზე დასწრებაზე უარს აცხადებდა. ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ლომიძის თანამესაკნისგან, რომელმაც ციხე შეწყალების საფუძველზე დატოვა, მას აქვს ინფორმაცია, რომ ლომიძეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, კერძოდ კი, ხერხემალი და ფეხი სტკიოდა. ცნობისთვის, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის 1-ელ დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი ღამის საათებში, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ასევე, აღნიშნული ქმედების შედეგად ცეცხლი წაეკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ წყლის ჭავლის სპეციალურ ავტომანქანას. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზელენსკი: ბელგიასთან წლის ბოლომდე სამი F-16-ის გადაცემის შესახებ შეთანხმება არსებობს
The Atlantic: ტრამპმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების იდეას პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ
DataIQ-მ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკის, AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
უკიდურესად მიუღებელია - ზვიადაძე ირანის ელჩის განცხადებაზე
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)