|
2025-01-20 14:50:30, 547 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ეკონომიკური ზრდის ტემპით ევროკავშირსაც ვუსწრებთ და მის კანდიდატებსაც
საქართველო მსოფლიოს ლიდერია ეკონომიკური ზრდის ტემპით. ვუსწრებთ ევროკავშირსაც და მის კანდიდატებსაც. მსოფლიოში ჩვენზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ორ ქვეყანას, მათ შორის, სამხრეთამერიკულ გაიანას აქვს (43%), ისიც იმიტომ, რომ იქ ახლახან ნავთობი აღმოაჩინე - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. მისივე თქმით, ეს არ იქნებოდა, ისინი რომ დათანხმებოდნენ ზელენსკის, რომელიც მოხალისეების ოფიციალურად გაგზავნას მოითხოვდა, რაც ომის მონაწილე მხარედ გვაქცევდა, ,,უკან დაგვეხია აშშ-ის მაშინდელი ელჩის წინაშე, რომელიც კატეგორიული ტონით მოითხოვდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ესკალაციას (თუმცა, საჯაროდ ამას არ ამხელდა და ჩვენც ნამუსს ვუნახავდით), დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, რომელიც სანქციების დაწესებას, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის შეზღუდვას და ფრენების აკრძალვას მოითხოვდა, ავყოლოდით 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყებისთანავე, ოპოზიციის და ენჯეოების ორგანიზებული აქციის "გულწრფელი მონაწილეების" მოთხოვნას და წინა სამი პუნქტის ავტორებისთვის დაგვეჯერებინა (თან როგორი დამთხვევაა, რომ ეს ენჯეოები ზუსტად იქედან ფინანსდებიან, საიდანაც ეს მოთხოვნები მოდიოდა). გარე მრჩევლებისთვის და ციხის შიგნიდან გამტეხავებისთვის რომ დაგვეჯერებინა, არანაირი ეკონომიკური ზრდა და ლიდერობა არ იქნებოდა. სამაგიეროდ იქნებოდა ომის რისკი და გარანტირებული ეკონომიკური კოლაფსი, რომლის ეფექტი ორჯერ უფრო მძიმე იქნებოდა ვიდრე კოვიდის პანდემიის დროს. ასე არის ახლაც. მანამ, სანამ ვიმოქმედებთ ეროვნული და არა უცხოური ინტერესებით, საკუთარი ხალხის და არა სხვათა დაკვეთით, საქართველო ივლის წინ; ხოლო თუ სხვების დროშებს ვაფრიალებთ და სხვა ხალხების ხელისუფლებას ჩვენად ჩავთვლით, რომელ კავშირშიც არ უნდა შევიდეთ, ვიქნებით საბჭოთა კავშირში" - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)