2025-01-20 14:04:15, 333 ნახვა
სამართალი
პროკურორი - საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს და მოინანიეს
პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის განცხადებით, საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს და მოინანიეს, რაც სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ შეღავათის გაწევის საფუძველი გახდა. ამასთან პროკურორის თქმით, დაზარალებულებს პარლამენტის შესასვლელთან არსებული ჯებირის 400-ლარიანი ზარალი ანაზღაურებული აქვთ. ჭიტაძის განმარტებით, მსჯავრდებულებს სასჯელი მათი ოჯახური მდგომარეობის, ერთ-ერთის წარსულში ნასამართლეობის მიხედვით განესაზღვრათ. „მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც, საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი ცნობილი იქნენ დამნაშავედ და საბოლოოდ მათ სასჯელის სახედ განესაზღვრათ 1,6 წლით თავისუფლების აღკვეთა და ასევე, 1 წელი პირობითი მსჯავრი. ბრალდებულებმა აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, რაც საფუძველი გახდა, სახელმწიფოს მათ მიმართ შეღავათი გაეწია და აღნიშნული პირობით მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მათ ასევე აანაზღაურეს ზიანი. მათ ზიანის ანაზღაურება მაშინ მოახდინეს, როცა საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, თუმცა, საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე განცხადებით მათ გუშინ მოგვმართეს. როცა ამ განცხადებით მოგვმართეს, ჩვენ ეს განცხადება განვიხილეთ და საპროცესო შეთანხმება გავუფორმეთ. მოცემულ შემთხვევაში ბრალად წარდგენილი ქმედება თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა 3-დან 6-წლამდე ვადით, მხედველობაში მივიღეთ საბა მეფარიშვილის ნასამართლეობა, მას საპროცესო შეთანხმება რომ არ გაფორმებოდა, თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით განესაზღვრებოდა. მხედველობაში მივიღეთ ასევე მათი ოჯახური მდგომარეობა, წარსულში ნასამართლეობა და აღიარება, აქედან განესაზღვრათ მათ ეს სასჯელი“, - განაცხადა ჭიტაძემ. პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,6 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1,6 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს. ავტორი: ექსპრესნიუსი, საია - ის, რომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი აღარ იქნება მოამბის წამყვანი, არის თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შშმ პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტზე ორი პირი დააკავა
დავით მათიკაშვილი - ბარიერგადალახული პარტიებიდან სამმა პარტიამ არ ისარგებლა იმ მანდატით, რომელიც საზოგადოებამ მიანიჭა
შვედეთში საგანმანათლებლო ცენტრზე შეიარაღებულ თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების ადმინისტრაციული კანონი უფრო დრაკონული იქნება, ვიდრე რუსეთის და ბელორუსის
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
ომი უკრაინაშიდრონებით შეტევა იყო რუსეთის კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე
ზელენსკის მონაცემებით, რუსეთთან ომში დაღუპულია 45 100 უკრაინელი მებრძოლი
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა და საქართველო
მთავარი თემა
|