|
2025-01-20 11:26:32, 468 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - ის, რომ დღეს ტრამპის ინაუგურაციაზე არ იმყოფება “ ქართული ოცნების“ არც ერთი წარმომადგენელი, ნიშნავს, რომ მათ არც ახალი ადმინისტრაცია არ აღიარებს
პაატა მანჯგალაძე - ის, რომ დღეს ტრამპის ინაუგურაციაზე არ იმყოფება "ქართული ოცნების" არც ერთი წარმომადგენელი, ნიშნავს, რომ მათ არც ახალი ადმინისტრაცია არ აღიარებს " ის, რომ დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციაზე არ იმყოფება "ქართული ოცნების" არც ერთი წარმომადგენელი, ნიშნავს, რომ არ აქვთ ლეგიტიმაცია და მათ არც აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია აღიარებს. ინაუგურაციაზე საქართველოდან წარმოდგენილი არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიების რამდენიმე წევრი, მათ შორის გიორგი ვაშაძე, რომელმაც რესპუბლიკური პარტიიდან მიიღო ამ ინაუგურაციაზე დასასწრები მოსაწვევი. ის არა მხოლოდ ინაუგურაციას, არამედ ინაუგურაციის შემდგომ გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებსაც დაესწრება. მას ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა გუშინ და უნდა აღინიშნოს, რომ ყველა აღფრთოვანებულია ქართველი ხალხის თითქმის ორთვიანი უწყვეტი პროტესტით. ასევე, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი ადმინისტრაცია აპირებს საკმაოდ აქტიური პოლიტიკის განხორციელებას, მათ შორის ჩვენს რეგიონში და არ აპირებენ არადემოკრატიული ძალებისთვის, ჩინეთისა და რუსეთისთვის ე.წ. გავლენის სფეროების დათმობას. შესაბამისად, "ქართული ოცნების" პროპაგანდა და ცრუ მოლოდინი დასრულებულია. ახლა ჯერი ჩვენზე, საქართველოს მოქალაქეებზეა, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვაშოროთ რეჟიმი, რომელიც ქვეყანას მიათრევს რუსული ჭაობისკენ და საქართველოს ეღობება ევროპული და ამერიკული სიკეთეების გზაზე." - პაატა მანჯგალაძე
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)