|
2025-01-18 14:55:19, 8322 ნახვა
სამხედრო
კრწანისის ბაზაზე ნატო-საქართველოს სწავლება 2025 გაიმართება
ნატო-საქართველოს სწავლება 2025 კრწანისის ბაზაზე, 28 აპრილიდან 8 მაისამდე, გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში იტალიის საელჩო ავრცელებს. საელჩოს თანახმად, 17 იანვარს იტალიის ელჩი შეხვდა იტალიის შეიარაღებული ძალების ვიტორიო ვენეტოს სახ. დივიზიის სამხედრო მოსამსახურეთა დელეგაციას, რომელმაც დაასრულა ნატო-საქართველოს სწავლების მოსამზადებელი მეორე ეტაპი. მათივე ინფორმაციით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მონაწილეობა უკვე დაადასტურეს, არიან: აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, თურქეთი და აშშ. ხოლო სომხეთი დამკვირვებლად იქნება წარმოდგენილი. "საქართველოში გრძელდება ნატოს აქტივობა კრიზისულ ვითარებაზე რეაგირების უნარების ინტეგრირების კუთხით. იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო შეხვდა ვიტორიო ვენეტოს სახ. დივიზიის სამხედრო მოსამსახურეთა დელეგაციას, რომელმაც დღეს თბილისში დაასრულა ნატო-საქართველოს სწავლება-2025-ის მოსამზადებელი მეორე ეტაპი. სწავლება 28 აპრილიდან 8 მაისამდე კრწანისის ბაზაზე, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გაიმართება. სწავლების მიზანია, წარმოაჩინოს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის შესაძლებლობები და გამოცადოს ბრიგადა, რომელიც მეტწილად ქართველი და ნაწილობრივ საერთაშორისო სამხედრო პერსონალისგან შედგება. იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მონაწილეობა უკვე დაადასტურეს, არიან: აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, თურქეთი და აშშ. სომხეთი დამკვირვებლად იქნება წარმოდგენილი. სწავლებას, რომელიც პირველად 2016 წელს ჩატარდა და ახლა მეოთხედ გაიმართება, უხელმძღვანელებს იტალიის შეიარაღებული ძალების ვიტორიო ვენეტოს სახ. დივიზიის ფლორენციის სარდლობა, რომელიც ახლახან ნატოს მრავალეროვნული დივიზია-სამხრეთის ხელმძღვანელად დაინიშნა",- წერია ინფორმაციაში.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)