|
2025-01-18 14:04:40, 480 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე - ბრიტანეთის სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ ხელის შემშლელი ბევრი რამისთვის იქნება
კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ბრიტანელი დეპუტატის, ჯეიმს მაკლირის მოწოდებას ეხმაურება, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მას კომუნიკაცია ჰქონდა აღნიშნული ინიციატივის ავტორთან, ჯეიმს მაკლირთან, რომელიც ახლა ხელმოწერების შეგროვებითაა დაკავებული, რომ ბრიტანეთმა ეს ინიციატივა სისრულეში მოიყვანონ. მისივე თქმით, ბრიტანეთის სანქციები, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მნიშვნელოვანია, რომ „ფულის დარიგება ვერ მოხდეს“. „ლიბერალურმა დემოკრატიულმა პარტიამ შეიტანა ეს ინიციატივა პარლამენტში, გუშინ მქონდა კომუნიკაცია უშუალოდ იმ პირთან, ვინც ეს ინიციატივა დააყენა და ამბობს, რომ ახლა აქტიურად მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება, იმისთვის რომ ეს რეზოლუცია მიიღოს ბრიტანეთმა. როგორც კი შეგროვდება ეს ხელმოწერები, შესაბამისად, დადგება ეს რეზოლუცია პარლამენტში ზუსტად ისეთი, როგორიც დადგა ჰოლანდიაში. ევროპული სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ მნიშვნელოვანია, რათა ვერ მოხდეს ფულის დარიგება. მართალია, მათ ნაღდი ფულიც ექნებათ, მაგრამ ეს იქნება ბევრი რამისთვის ხელის შემშლელი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)