2025-01-18 11:47:04, 340 ნახვა
მსოფლიო
2030 წლისთვის უკიდურეს სიღარიბეში 622 მლნ ადამიანი დარჩება
![]() მსოფლიო ბანკის გათვლებით, 2030 წლისთვის უკიდურეს სიღარიბეში 622 მლნ ადამიანი დარჩება. შიმშილი და არასრულფასოვანი კვება კი გავლენას დაახლოებით იმავე რაოდენობაზე მოახდენს. გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ ანგარიშის მიხედვით, განვითარებად ეკონომიკებს წინ დიდი გამოწვევები აქვთ და მომავალი 25 წელი უფრო მკაცრი იქნება მათთვის, ვიდრე ბოლო 25 წელი იყო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ განვითარებად ქვეყნებში ზრდა არასაკმარისი იქნება სიღარიბის დასაძლევად და განვითარების მიზნების მისაღწევად. საფინანსო ინსტიტუტის თანახმად, განვითარებადი ეკონომიკები უფრო ურთიერთდამოკიდებულნი გახდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ზრდის შეფერხებას ფართო ეფექტი აქვს. ზრდის ტემპების მდგრადი გაუმჯობესების გარეშე, მსოფლიო ბანკი ვარაუდობს, რომ დღევანდელი 26 დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნიდან მხოლოდ 6 მიაღწევს საშუალო შემოსავლის სტატუსს 2050 წლისთვის. მსოფლიო ბანკი მოელის, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის განვითარებად ეკონომიკებს 2000 წლის შემდეგ ყველაზე სუსტი გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივა ექნებათ. საფინანსო ინსტიტუტი განვითარებად ეკონომიკებში მომდევნო ორი წლის განმავლობაში სტაბილურად 4%-იან ზრდას ელის, რაც მართალია გლობალური ზრდის 2.7%-იან პროგნოზს აჭარბებს, თუმცა მსოფლიო ბანკი განვითარებადი ეკონომიკების პროგრესის შენელებაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ 2000 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში განვითარებადი ეკონომიკები 1970-იანი წლების შემდეგ ყველაზე სწრაფი ტემპით იზრდებოდნენ. მსოფლიო ბანკი ყურადღებას ამახვილებს ახალი გლობალური სავაჭრო შეზღუდვების ეფექტზეც ვინაიდან, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საერთაშორისო სავაჭრო დაძაბულობის ზრდაა მოსალოდნელი.
|
რედაქტორის რჩევით
![]() გამკაცრებული კანონმდებლობა და დაჯარიმებული დემონსტრანტების უსასრულო სია
![]() პუტინმა ბრძანება გასცა "გამარჯვების მუზეუმში" უკრაინაში წარმოებული ომის გამოფენის მოსაწყობად
ომი უკრაინაში![]() პუტინთან საუბრის შემდეგ, ტრამპმა და ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს
პენტაგონის ხელმძღვანელი: უკრაინის ომამდელ საზღვრებთან დაბრუნება არარეალურია
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
|