2025-01-17 15:18:15, 488 ნახვა
ეკონომიკა
ახალი გამოწვევა - ჩინური სათვალთვალო კამერები საქართველოში
„2019-2024 წლებში საქართველოში ჩინური სათვალთვალო კამერების შესაძენად განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შემთხვევების ანალიზით, ჩინური ტექნოლოგიების შეძენის მზარდი ტენდენცია იკვეთება“ - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეას" ანგარიშში -"ახალი გამოწვევა — ჩინური სათვალთვალო კამერები საქართველოში“ არის აღნიშნული. კვლევა ჩინეთ-საქართველოს სამართალდაცვითი თანამშრომლობის ახალ ასპექტს - ჩინური სათვალთვალო ტექნოლოგიების ქართული სამთავრობო ინსტიტუტების მიერ შესყიდვის საკითხს მიმოიხილავს და საქართველოში ჩინური სათვალთვალო ტექნოლოგიების გამოყენების გავლენებს, რისკებსა და გამოწვევებს იკვლევს. მაშინ, როდესაც ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის გაუმჯობესება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის, „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები აღნიშნულ მიზანს ეწინააღმდეგება. ავტორიტარულ რეჟიმებთან, განსაკუთრებით კი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სამართალდაცვით, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, არამედ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ჩინური სათვალთვალო სისტემები სხვა ქვეყნებში ფართოდ გამოიყენება მასობრივი ზედამხედველობისთვის, დისიდენტების და აქტივისტების კონტროლისთვის, აგრეთვე ეთნიკური უმცირესობების უფლებების შეზღუდვის მიზნით. ტექნოლოგიები შეიცავს ფარული წვდომის მექანიზმებს, რაც მათ ჩინეთის მთავრობის სადაზვერვო საქმიანობის ინსტრუმენტად აქცევს. ამ თვალსაზრისით, კვლევამ ასევე ცხადყო, რომ ჩინური ტექნოლოგიების, განსაკუთრებით კი ჩინური კომპანიების Hikvision და Dahua მიერ წარმოებული სათვალთვალო სისტემების გამოყენება საქართველოში, მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ჩინური სათვალთვალო სისტემები შეიძლება გამოყენებულ იქნას უცხო სახელმწიფოს სადაზვერვო მიზნებისთვის. კერძოდ, ჩინეთის ეროვნული დაზვერვის კანონის მე-7 მუხლის მიხედვით, ნებისმიერი ჩინური კომპანია, მათ შორის ტექნოლოგიების მწარმოებელიც, ვალდებულია ითანამშრომლოს ეროვნულ სადაზვერვო სამსახურთან და მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი ინფორმაცია გადასცეს ჩინეთის სახელმწიფო უწყებებს. ამგვარად, ჩინეთის მთავრობას სათვალთვალო სისტემების გამოყენებით შეუძლია წვდომა მოიპოვოს კრიტიკულ ინფორმაციასა და მონაცემებზე. ამის გამო, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში, ჩინური სათვალთვალო კამერების გამოყენება აკრძალულია კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, თუმცა, საქართველოში მათი გამოყენება სულ უფრო იზრდება. "სამოქალაქო იდეას" ახალ ანგარიშში, დეტალურადაა განხილული 2019-2024 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები. საჯარო წყაროებზე დაყრდნობით ჩატარებული კვლევის შედეგებმა გამოავლინა, რომ აღნიშნულ პერიოდში ჩინური ტექნოლოგიების შესყიდვის ტენდენცია მზარდია. კერძოდ, მონაცემების ანალიზი აჩვენებს, თუკი მაგალითად, 2023 წელს 151,592 ლარის სულ 6 შესყიდვა განხორციელდა, 2024 წელს ეს რიცხვი 13-მდე გაიზარდა, რომელშიც ხელისუფლებამ 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე ჩინური სამეთვალყურეო კამერების შემსყიდველები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, სამინისტროები და მათი საქვეუწყებო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა. რაც შეეხება შესყიდული კამერების მწარმოებლებს, მათ შორის არიან საერთაშორისო დონეზე არაერთ სკანდალში გახვეული და საეჭვო რეპუტაციის მქონე ისეთი ჩინური კომპანიები, როგორებიცაა; Zhejiang Dahua Vision Technology Co., Ltd., Hangzhou Hikvision Digital Technology Co.,Ltd და Tiandy Technologies Co., Ltd. საყურადღებოა, რომ 2019-2024 წლებში განხორციელებული 46 სახელმწიფო შესყიდვიდან 26 შემთხვევაში შესყიდული კამერები Hikvision-ის მიერაა წარმოებული. „სამოქალაქო იდეას“ ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია არაერთი დასავლური სახელმწიფოს მიერაა დასანქცირებული და შავ სიაში შეყვანილი. ამასთანავე, რიგ ქვეყნებში იკრძალება Hikvision-ის მიერ წარმოებული კამერების სამთავრობო შენობებში გამოყენება. კვლევამ აჩვენა, რომ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად ყიდულობს ჩინურ ტექნოლოგიებს, მათ შორის ისეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტებისთვის, როგორიცაა სამთავრობო შენობები. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ შესყიდვების ნაწილს გრიფით "საიდუმლო" აქვს მინიჭებული, რაც გამჭვირვალობის ნაკლებობასა და დამატებით შეკითხვებს აჩენს. ავტორი: ექსპრესნიუსი, ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელზე - ხვალ შევაფასებთ ამაღლობელის მდგომარეობას და გადაწყდება მისი შემდგომი მკურნალობა
ნიკა მელია - ივანიშვილი ცდილობს ძალის დემონსტრირებას. მისთვის ხელისუფლება არის ძალის დემონსტრირება
საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინერეობს, მოქალაქეები არხის ხელმძღვანელობის გადადგომას მოითხოვენ
გიგი უგულავამ პროცესზე სამართალდამცავებს მიმართა - სადამდე აპირებს სისტემა ადამიანების წამებას
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების ადმინისტრაციული კანონი უფრო დრაკონული იქნება, ვიდრე რუსეთის და ბელორუსის
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
ომი უკრაინაშიდიდმა ბრიტანეთმა უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო
კრემლი აცხადებს, რომ გააქტიურდა კონტაქტები აშშ-სთან უკრაინაში მიმდინარე ომის გარშემო
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა და საქართველო
მთავარი თემა
|