04:58 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 14:31:04, 364 ნახვა

პოლიტიკა
ალიევი - ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობა არსებობს ენერგეტიკის სფეროში

ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობა არსებობს ენერგეტიკის სფეროში, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.

ილჰამ ალიევის თქმით, ეს ორივე ქვეყნის ინტერესებსა და მთელს რეგიონს ემსახურება. 

„განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ის პროექტები, რომლებსაც ერთობლივად ვახორციელებთ ნავთობის და ბუნებრივი აირის მიმართულებით. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ენერგოუსაფრთხოებას ბევრი ქვეყნისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ საქართველოში ტრანზიტის წყალობით აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი 11 ქვეყანას მიეწოდება, ექსპორტი მზარდია, 25 მლრდ კუბური მეტრი იყო გასულ წელს მისი მოცულობა და 10% ექსპორტიდან საქართველოს წილია. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მივიღე საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარებაზე,  80% ამ აირიდან  აზერბაიჯანიდან მოდის. ეს არის ნამდვილად აღსანიშნავი ფაქტი და განსაკუთრებული პროექტი. ეტაპობრივად, გეოგრაფია  ჩვენი ბუნებრივი აირის  ექსპორტის გაიზრდება, გაფართოვდება, როდესაც ახალი საბადოების ათვისება მოხდება მომდევნო წლებში. ახალი საბადოების აღმოჩენა მოხდება აზერბაიჯანში და ეტაპობრივად, ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამავდროულად, ჩვენ ვმუშაობთ მწვანე ენერგიის პროექტზე ერთად და ესეც ცხადჰყოფს იმას, რომ ჩვენ პასუხისმგებლიანი მთავრობები ვართ იმდენად, რამდენადაც არსებობს ამის აუცილებლობა, ამ ტიპის ენერგიის აუცილებლობა ბაზარზე და იმ ინფორმაციი საფუძველზე, რომელიც დღეს მივიღე, მწვანე ენერგიის პროექტი წარმატებით ხორციელდება და ბევრი სხვა პროექტის მსგავსად, ეს პროექტიც წარმატებული იქნება უდავოდ. ამის დიდი შანსი არსებობს", -  განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics