|
2016-03-04 16:23:14, 597 ნახვა
საზოგადოება
„სოციალური დიალოგი ბარიერების გადალახვის შესაძლებლობები ინკლუზიურ დასაქმებაში“ გაიმართა
თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა "სოციალური დიალოგი: ბარიერების გადალახვის შესაძლებლობები ინკლუზიურ დასაქმებაში"გაიმართა. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ გახსნა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც მერია ინკლუზიური დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ახორციელებს. "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდაჭერა თბილისის მერიისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მერიას აქვს ბევრი პროგრამა, როგორც სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის კუთხით, ასევე საჯარო სივრცეების ადაპტირების მიმართულებით. თბილისის მერიას აქვს გარკვეული რესურსები იმისათვის რომ სხვადასხვა ღონისძიებებით, იქნება ეს ფინანსური მხარდაჭერა, ტრენინგები, სტაჟირების პროგრამები თუ ა.შ., ხელი შეუწყოს შშმ პირების ინტეგრაციას, მათი უნარ-ჩვევების განვითარებას და დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყების შესაძლებლობას", -განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. სამუშაო შეხვედრას თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ ჭიჭინაძე, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გვილავა, შშმ პირთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი, საკრებულოს წევრი რატი იონათამიშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი გამყრელიძე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სოციალური საწარმოების წარმომადგენლები დაესწრნენ. "ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა. სოციალურ საწარმოებთან და მეწარმეებთან მუდმივ დიალოგში ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები იყოს მორგებული მათ ინტერესებზე, მათ საჭიროებებზე და ეს სფერო ვითარდებოდეს. როდესაც ქვეყანაში არის წარმატებული სოციალური მეწარმეობა, ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია არის ძლიერი და უფრო მეტი შშმ პირია დასაქმებული",-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)