05:51 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 17:35:16, 431 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილის, ახალ სამუშაო ოფისში ოპოზიცია იკრიბება

საქართველოს მე - 5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ახალ სამუშაო ოფისში ოპოზიცია იკრიბება. გავრცელებული ინფორმაციით,  სალომე ზურაბიშვილი შეხვედრას არ დაესწრება, მის ნაცვლად შეხვედრაზე მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები იქნებიან.

ადგილზე უკვე იმყოფებიან კოალიცია "ძლიერი საქართველოს", "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა" და კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერები. ჭოველიძის ქუჩაზე ცოტახნის წინ გამოჩნდნენ მესამე სექტორის წარმომადგენლებიც.

„ვაგრძელებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაციას, კოორდინაციას. ოპოზიცია, 4-ივე კოალიცია ვიქნებით ერთიან ხაზზე, მათ შორის, არჩევნების მოთხოვნის ნაწილში, პოლიტპატიმრების გათავისუფლების ნაწილში. დისკუსია შეეხება სწორედ იმ მეთოდებს, როგორ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა, მათ შორის, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად", - ამბობს ირაკლი კუპრაძე.

„სამუშაო შეხვედრა გვაქვს პარტიებს პრეზიდენტთან. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა კონკრეტულ საკითხზე, მათ შორის, ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხზე და ამაზე გვაქვს სამუშაო შეხვედრა", - ამბობს ელენე ხოშტარია.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics