|
2025-01-16 16:39:12, 478 ნახვა
სამართალი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფი ანდრო ჭიჭინაძე მოინახულეს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მოინახულეს. ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი მედიასთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დარჩა შთაბეჭდილება, რომ დელეგაციის წევრები „სწორად აფასებენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და იმ უმძიმეს სურათს, რომელიც გვაქვს“. მიგინეიშვილის თქმით, შეხვედრაზე ანდრო ჭიჭინაძის გარდა, სხვა ათობით დაკავებულებზე და ასევე, ძალადობის მსხვერპლ ასობით ადამიანზე ისაუბრეს. „პირველ რიგში, მოიკითხეს ანდროს მდგომარეობა, როგორ არის მსახიობი, დღეს როდესაც ოთხ კედელში არის გამოკეტილი და შემდეგ უკვე მოისმინეს უშუალოდ დეტალები როგორც საქმესთან დაკავშირებით, ასევე პროტესტთან დაკავშირებით, იმ პროტესტთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ჭიჭინაძე. ასევე მოისმინეს მისი ვარაუდები, მოლოდინები და ახსნა იმისა, მისი აზრით, რატომ არის პატიმრობაში, იმიტომ, რომ რეალურად, ამისთვის არ არსებობს, არც სამართლებრივი ბერკეტი და არც ფაქტობრივი მოცემულობა. მნიშვნელოვანი იყო თვითონ პროცესი, იმიტომ რომ ანდრო არის სახე იმ ათასობით ადამიანის, რომელიც რუსთაველზე, თავისუფლების მოედანზე დგას. ეს არის პროტესტის ტალღა, რომელიც იცავს ევროპულ მომავალს და გამოვთქვით ვარაუდი და მოლოდინი, რომ ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ შევხვდებით, ოღონდ ევროპაში რომლისკენაც იღვწის ქართველი ხალხი,“- განაცხადა მიგინეიშვილმა.
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)