16:06 - 15 Jan, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-15 12:30:30, 285 ნახვა

საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები - მივმართავთ თსუ-ის ლექტორებსა და სტუდენტებს, დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათზე გელოდებით

"მივმართავთ თსუ-ს ლექტორებსა და სტუდენტებს, დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათზე გელოდებით თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში რათა შევუერთდეთ საყოველთაო გაფიცვას და გამოვხატოთ ჩვენი მკაფიო პოზიცია უსამართლობის წინააღმდეგ," - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მიმართვას ავრცელებენ.

მათი თქმით, ახლა არის დრო, როცა სტუდენტებმა ხმა უნდა აიმაღლონ, რათა რეჟიმი იძლებული გახდეს რომ  მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

"დღეს, საქართველოს მომავალი ჩვენ ხელთაა. პროტესტის მთავარი მამოძრავებელი ძალა კი სტუდენტთა ერთობაა. 13 იანვარს ჩვენ უნივერსიტეტში მოსვლას მოჰყვა გარკვეული პრობლემები. დაცვა და ადმინისტრაცია არ გვაძლევდა უნივერსიტეტში საძილე ატრიბუტიკის შემოტანის შესაძლებლობას, რის შედეგადაც ჩვენ მათ გამოვუცხადეთ დაუმორჩილებლობა, რასაც მოჰყვა დაცვის მხრიდან წინააღმდეგობა. ამის შემდეგ კი სხვადასხვა ხერხებით შემოვიტანეთ ბალიშები, გასაბერი ლეიბები და პლედები. ჩვენ შევუერთდით შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების უვადო პროცესს. ჩვენ ვთვლით, რომ ახლა არის დრო, როდესაც სტუდენტებმა მთელი საქართველოს მასშტაბით მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ხმა, რათა ვაიძულოთ რეჟიმი რომ შეასრულოს ჩვენი მოთხოვნები: ხელახალი არჩევნების დანიშვნა და უკანონოდ დაკავებული სტუდენტებისა და მოქალაქეების გათავისუფლება. ასევე, მაშინ, როცა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები, ზვიად ცეცხლაძე და რევაზ კიკნაძე უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, ჩვენ არ შეგვიძლია, ამ უსამართლობას ვუყურებდეთ და ლექციებზე ვიაროთ ჩვეულ რეჟიმში, თავს ვალდებულად ვთვლით, რომ აქ ვიყოთ და ვიბრძოლოთ მათი თავისუფლებისთვის.

ჩვენ გვინდა შეგახსენოთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის და იქნება პროტესტის ადგილი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ქართველი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და თავისუფლებისთვის ბრძოლაში." - განაცხადეს სტუდენტებმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 13 იანვარს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ფორმა შეცვალეს და პროტესტს უნივერსიტეტის შენობიდან აგრძელებენ. მათ ღამისთევისთვის საჭირო ნივთები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიაწოდეს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა მიმდინარეობს
Sheraton Batumi - ყველა ჩანაწერი არსებობს, ამოღებული არ არის, ჩანაწერს ვინახავთ 1 თვის განმავლობაში
სალომე ზურაბიშვილი - გვერდით ვდგავარ ხალხთან რომელიც იფიცება
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები - ვუერთდებით სახალხო პროტესტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics