|
2025-01-15 10:22:19, 582 ნახვა
საზოგადოება
ზვიად ქორიძეს ბათუმში თავს დაესხნენ
ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს ბათუმში, სასტუმროში თავს დაესხნენ. ქორიძის თქმით, მას დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე დაუპირისპირდნენ. „სასტუმროში მოვედი გვიან, ვიდრე ნომერში ავიდოდი სავარძელზე ვიჯექი, სატელეფონო საუბარი მქონდა. ამ დროს მოპირდაპირე მხარეს რამდენიმე მაგიდასთან იყვნენ ადამიანები, რომლებიც თავისთვის სვამდნენ, აღნიშნავდნენ. არანაირი კომუნიკაცია ჩვენს შორის არ იყო, ვიდრე ერთ-ერთი მაგიდიდან არ მოვიდა ახალგაზრდა კაცი, მოიტანა სასმელი, გილოცავ ახალ წელსო და სასმელი შემომთავაზა. ვუთხარი, რომ არ ვსვამ. თვითონ მითხრა, რომ გიცნობო, გიორგი ვარ მანველიძეო, ამით დამთავრდა ჩვენი კომუნიკაცია და წავიდა, დაჯდა. დაახლოებით, 5-7 წუთში, ამ დროს მეუღლეს ვესაუბრებოდი, ჩამოვიდა დიმიტრი სამხარაძე, თანმხლებ ქალბატონთან ერთად, მოდის როიალთან, თითქოს უნდა დაკვრა, შემდეგ მიდის სუფრასთან და სუფრიდან უკვე მიზანმიმართულად მოდის ჩემთან, მეუბნება, რომ მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე, ვიცი, რაზეც ხარ ჩამოსული, შეიგინა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, მე ჩვეულებრივად გავატარე ეს გინება. შემდეგ მკვეთრი ნაბიჯით წავიდა კარისკენ, მერე შემობრუნდა, დაიწყო ყვირილი – რა თქვი შენ ქოცებზე? ვის აგინებ შენ. მე ვუთხარი – ვინ ქოცებზე, ვის ვაგინებ. გადავიდა გინებაზე, შეურაცხყოფაზე, ურტყამდა ფეხს მაგიდას, აქ მართლა არ დაურტყამს არაფერი ჩემთვის, რომ დავინახე, აიშალა ყველა მაგიდა და წამოვიდა ჩემი მიმართულებით, დავიძარი ლობისკენ, დაცვას ვთხოვე მხარდაჭერა, დაცვა ჩაერთო საქმეში, ამ დროს მე რაღაც ნივთი, რომელიღაც მათგანმა დამარტყა. სათვალე მთლიანად დაიმსხვრა. დაზიანებები მაქვს, რის გამოც მივდივარ კლინიკაში. შემდეგ გიორგი მანველიძემ აიღო ქოთანი, რომელშიც იყო მიწა ისროლა, არ ვიცი, საგანგებოდ თუ არა, ამაცილა. ამის შემდეგ დაცვამ გამიყვანა, იყო მუქარები ჩემი მისამართით, მე ავედი ნომერში და დაახლოებით 15-20 წუთში, როცა ჩემი მეგობრები და კოლეგები მოვიდნენ სასტუმროში, ვისაც მე შევატყობინე, მათ დაინახეს უკვე სხვა სურათი, დაინახეს საკმაოდ დაზიანებული და მძიმე ტრავმებით გიორგი გახარია“, – განაცხადა ქორიძემ. ზვიად ქორიძემ კლინიკა უკვე დატოვა. შეგახსენებთ, რომ იმავე სასტუმროში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ გიორგი გახარიას
ალიევმა გაათავისუფლა საფრანგეთის ორი მოქალაქე რომლის გამოც ორი რუსი ოლიგარქი სანქციების სიიდან ამოიღეს
80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)