09:29 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 08:50:42, 454 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - არცერთ დაკავებულ ახალგაზრდას არ დავტოვებთ დაცვის გარეშე

ვაშინგტონში ვიზიტად მყოფი მამუკა ხაზარაძე ფეისბუქით ეხმაურება დაკავებების სერიას თბილისსა და ბათუმში.

"თავისუფალი სამყაროსგან იზოლირებულმა ივანიშვილმა საქართველოში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო!

ოლიგარქიული რეჟიმი ვითარების უკიდურეს გამწვავებაზე მიდის და პროტესტის მონაწილეთა ძალისმიერ დაკავებებს განაგრძობს.

დღეს ბათუმში ჩვენი ლუკა ნაცვლიშვილი დააკავეს, გუშინ ვაჟა დარჩია, მანამდე ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი და მათთან ერთად ასობით ადამიანი, რომელიც არ ეგუება უსამართლობას

და თავისუფლებისთვის იბრძვის!

მათი ეს ბრძოლა წმინდაა და მართალი! ვერავინ შეძლებს წინ აღუდგეს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას!

ჩვენ ერთად ვდგავართ! არცერთ დაკავებულ ახალგაზრდას არ დავტოვებთ დაცვის გარეშე!

ბოლომდე ვიბროლებთ ძლიერი საქართველოსთვის და აუცილებლად მივაღწევთ მიზანს - გამარჯვება ჩვენია! " - წერს მამუკა ხაზარაძე. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics