2025-01-10 16:41:53, 378 ნახვა
პოლიტიკა
ISFED - საჯარო მოსამსახურის შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოში სარჩელს წარვადგენთ
სამართლიანი არჩევნები [ISFED] აცხადებს, რომ საჯარო მოხელეებს უწყებებიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ და არასამთავრობო ორგანიზაცია საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლთან ერთად 50-ზე მეტი საჯარო მოსამსახურის შრომითი უფლებების დაცვის მიზნით სასამართლოში სარჩელს წარადგენს. არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებული ცვლილებებით "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში, საჯარო უწყებებიდან მოხელეების გათავისუფლება კიდევ უფრო მარტივი ხდება. "სამართლიანი არჩევნები უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან უკანონოდ და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებს. სამართლიანი არჩევნები და საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი -კონსტიტუციის 78-ე მუხლი, მუშაობენ საჯარო სამსახურებიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული და რისკის ქვეშ მყოფი საჯარო მოსამსახურეების უფლებების დაცვაზე და ერთობლივად, ამ ეტაპზე 50-ზე მეტი საჯარო მოსამსახურის შრომითი უფლებების დაცვის მიზნით გეგმავენ სარჩელის წარდგენას სასამართლოში." - წერია განცხადებაში. ISFED განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ განსაკუთრებით საგანგაშო საჯარო მოხელეების დასაბუთების გარეშე გათავისუფლებაა. ორგანიზაცია წერს, რომ მოხელეებს ფორმალურ მიზეზებს ეუბნებიან, თუმცა რეალური მიზეზი პოლიტიკური შეხედულებებია. "განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ზემოთ აღნიშნულ პირთა სამსახურიდან გათავისუფლებები ხორციელდება ყოველგვარი დასაბუთებისა და გამჭვირვალე პროცედურების გარეშე. საჯარო დაწესებულებები იყენებენ ფორმალურ საფუძვლებს, როგორიცაა რეორგანიზაცია ან ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გათავისუფლება, თუმცა რეალური მიზეზები აშკარად პოლიტიკური ან განსხვავებული შეხედულებების გავრცელების გამო საჯარო მოსამსახურეთა დევნას ეხება. რიგ შემთხვევაში, გათავისუფლება მათი ოჯახის წევრების პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გათავისუფლებები როგორც ცენტრალური, ისე მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს შეეხო. თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, დარეკეთ ან გაგზავნეთ შეტყობინება: 0 800 100 143-სა ან info@isfed.ge-ზე''- წერს ISFED განცხადებაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, ადვოკატი - ივანიშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა მისი კუთვნილი მრავალი ათასი ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა
ბაჩიაშვილი - ივანიშვილის მიერ ჩვენების მიცემისას მუქარის შემცველი წინადადებები გაჟღერდა
ბოჟაძე - საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არსებობს - ნიკა გვარამიას დავიბარებდი
ჯგუფ „დაიტოვეს“ ინფორმაციით, ლევან იოსელიანის სახლთან პოსტერები გააკრეს და დატოვეს წარწერები
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების ადმინისტრაციული კანონი უფრო დრაკონული იქნება, ვიდრე რუსეთის და ბელორუსის
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
ომი უკრაინაშიდიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა
უკრაინული დრონები ყუბანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა და საქართველო
მთავარი თემა
|